
ბრუნეის სულთნის – ჰასანალ ბოლკიაჰის საცხოვრებელი, მსოფლიოში ყველაზე დიდი სახლია.
ნურულ იმანის სასახლე 2,15 კვადრატული ფუტის სიდიდის ეზოშია გაშენებული. LUXATIC-ის ცნობით, შენობას 1 788 ოთახი, 257 აბაზანა, 110 ავტოსადგომი, საჯინიბოები, საბანკეტო დარბაზი, საცურაო აუზები და მეჩეთიც აქვს. მასში 1 500 მომლოცველი ადამიანის დატევა შეუძლია.
„რწმენის შუქის“ სასახლე, 1984 წელს ფილიპინელმა არქიტექტორმა და ინტერიერის დიზაინერმა – ლეონარდო ლოკსინმა დააპროექტა. სახლი ამავე წარმომავლობის ფირმამ – Ayala International-მა ააშენა.
წყაროს მიხედვით, იგი ამ დროისთვის, 1,4 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
მსოფლიოს კიდევ ერთი, უდიდესი სახლი, საცხოვრებელი სახელწოდებით – The One, ამ დროისთვის იყიდება. Scabee-ს მიხედვით, სახლის აშენებასა და რემონტს, სულ 10 წელი დასჭირდა. საცხოვრებელი კალიფორნიაში მდებარეობს. მისი ფასი 340 მილიონ აშშ დოლარს უდრის. მას 42 აბაზანა, 21 საძინებელი ოთახი, 5 500 კვადრატული ფუტის სიდიდის ლუქსი, 30 ავტოსადგომი, ბოულინგის დარბაზი და პირადი სპა სალონი გააჩნია. აღსანიშნავია ისიც, რომ სახლიდან ხედი ლოს-ანჯელესზე იშლება, რის გამოც მისი ღირებულება კიდევ უფრო მაღალია.