11:27 | 2020-03-25 ავტორი: ანეტი მიქელაძე

1.3 მილიარდი ადამიანი კარანტინში – ინდოეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

1.3 მილიარდი ადამიანი კარანტინში  – ინდოეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ნაციონალური მასშტაბით კარანტინი გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

შეზღუდვები გუშინ ღამის 12 საათის შემდეგ ამოქმედდა და 21 დღეს გაგრძელდება. „სახლებიდან გასვლა აბსოლუტურად აიკრძალა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ინდოეთის მთავრობის ხელმძღვანელმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ პანიკას არ აყვნენ და დროებით უარი თქვას გადაადგილებებზე და მაღაზიებზე.

 

BBC-ის ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია ადამიანებს მაღაზიაში გასვლის უფლებასაც თუ შეუზღუდავენ ან როგორ უნდა განხორციელდეს ეს ქმედება.

 

ახალი შეზღუდვები კორონავირუსის ახალ შემთხვევებთანაა დაკავშირებული. მთელი ინდოეთის მასშტაბით დარეგისტრირებულია 519 კოვიდ-19-ის შემთხვევა. ამათგან 10 გარდაიცვალა.

 

ცნობისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევები 400,000-ს გადასცდა.

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ.

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X