14:13 | 2020-01-30 ავტორი: Prime Time

„ვზივარ და ვტირი… რა გულიანი ხალხი ყოფილხართ“ – თამარ ივერი ჩინელ მეგობარს საქართველოში ეპატიჟება

„ვზივარ და ვტირი… რა გულიანი ხალხი ყოფილხართ“ – თამარ ივერი ჩინელ მეგობარს საქართველოში ეპატიჟება

ოპერის მომღერალი თამარ ივერი თავის ჰონგ-კონგელ მეგობარს, კორონავირუსისგან თავის დასაღწევად, საქართველოში ეპატიჟება. ამის შესახებ მომღერალი „ფეისბუქში“ წერს.

 

პოსტიდან ირკვევა, რომ კატი ჰონგ-კონგის თეატრის მენეჯერია და მას ერთ-ერთი ვიზიტისას დაუმეგობრდა.

 

“მივწერე: საყვარელო კატი, თუ ახლოს ხარ კორონავირუსის საშიშ ზონასთან და რაიმე სასიცოცხლო რისკის ქვეშ ხართ, დაავლე ბავშვებს ხელი და ჩამოდი. მე გიმასპინძლებთ და თავს გადაირჩენთ-მეთქი. ვერ წარმოიდგენთ მის რეაქციას! მომწერა: ქალბატონო თამარ, ვზივარ და ვტირი… რა გულიანი ხალხი ყოფილხართ ქართველები. ამდენი წელია საოპერო და საკონცერტო წრეში ვტრიალებ, ამდენ ხალხთან მიმუშავია და მსგავსი არავის მოუწერია. პირიქით, ყველა გაგვირბისო. სიკეთე გადაარჩენს დედამიწასო” – წერს ივერი.

 

მომღერალი იქვე იუწყება, რომ მისი მეგობრის ქალაქი შორს აღმოჩნდა ვირუსის ეპიცენტრისგან. თუმცა ბედნიერია, რომ ამ შეთავაზებით ჰონგ-კონგელ მეგობარს ათასმაგად შეაყვარა ქართველი ხალხი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები