15:28 | 2020-01-27 ავტორი: Prime Time

„თვალებში უყურებდნენ მშობლები“ – ოჯახის ახლობლები 24 წლის ბიჭზე, რომელიც ტბაში გარდაცვლილი იპოვეს

„თვალებში უყურებდნენ მშობლები“ – ოჯახის ახლობლები 24 წლის ბიჭზე, რომელიც ტბაში გარდაცვლილი იპოვეს

ფოთში, 4 იანვარს დაკარგული 24 წლის გოგა თავბერიძე გარდაცვლილი, პალიასტომის ტბასთან იპოვეს. ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ამ დღეების განმავლობაში იმედს არ კარგავდნენ, რომ ბიჭი გამოჩნდებოდა.

 

„არაფერი ხელჩასაჭიდი არ გვქონდა. დილას ჩვეულებრივ წავიდა სამსახურში, მამამ ნახა, მერე მეზობელმა… არაფრის გაჭირვება არ ჰქონდა ოჯახს და ისეთი გაზრდილი ჰყავდათ, თვალებში უყურებდნენ მშობლები, არაფერს არ აკლებდნენ, თვითონაც საუკეთესო ბუნების ბიჭი იყო, მეგობრებისთვის თავდადებული. რამდენიმე დღის წინ პოლიციამ რომ იპოვა მდინარე კაპარჭინასთან მისი ტელეფონი, ცოტა დავეჭვდით, მაგრამ იმედი არ დაგვიკარგავს, ეს რა დაემართა ოჯახს“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ ოჯახის ახლობელი.

 

შეგახსნებთ, გოგა თავბერიძე სახლიდან 4 იანვარს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

 

შსს-ში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები