11:43 | 2020-03-19 ავტორი: თამარ გონგაძე

„ტემპერატურას გისინჯავენ და ხელებს გაწმენდინებენ“ – რას ამბობს ვიეტნამში მყოფი ქართველი მხატვარი კორონავირუსის შესახებ

მხატვარი ეთერ ჭკადუა ამჟამად ვიეტნამში, ჰანოიში იმყოფება, როგორც „ფეისბუქზე“ წერს მეგობართან. მხატვარი პიბადით მოძრაობს.

 

„მაღაზიების შესასვლელთან ტემპერატურას გისინჯავენ და ხელებს გაწმენდინებენ. ზედმიწევნით პასუხისმგებლობით ეკიდებიან შექმნილ მდგომარეობას.

შესაბამისად 95,545,962 მოსახლეობიდან მხოლოდ 63 ადამიანს აქვს ვირუსი. ბოლო კვირამდე 18 ჰქონდა, დანარჩენს ევროპიდან დაბრუნებულმა ქალმა“ – წერს ეთერი სოციალურ ქსელში.

 

მხატვარი რეკომენდაციების სია აქვეყნებს და თავის თანამემამულეებს მათ გათვალისწინებას ურჩევს.

 

“აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მეტროს სამარშრუტო ტაქსების, ტაქსის მძღოლებმა და მგზავრებმა ყველამ უკვლებლივ გამოიყენოს პირბადე.

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის მაღალი რისკის გარემო სამი ფაქტორის გამო: ადამიანების დიდი რაოდენობა შეზღუდული განიავება დახურულ სივრცეში; შეუძლებელია პოტენციურად დაავადებული პირების იდენტიფიცირება და კონტროლი; მგზავრებს საერთო მოხმარების სხვადასხვა ზედაპირებთან უწევთ შეხება.

 

70 წელს გადაცილებული მოქალაქეების საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის მაქსიმალურად შემცირება.

 

კოროონავირუსი გადაეცემა ადამიანს, როდესაც მას აქვს 15 წუთზე მეტი დროის კონტაქტი ინფიცირებულთან და დაშორება პიროვნებასთან არის 1 მეტრზე უფრო ნაკლები. ვირუსის გავრცელების მაღალი ალბათობის პირობებში, ორი კვირით შეჩერდეს სამარშრუტო ტაქსების ტიპის მომსახურება და მთავრობამ კომპანიებს აუნაზღაუროს შესაბამისი ხარჯები” – წერს მხატვარი “ფეისბუქზე”.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X