15:10 | 2020-03-09 ავტორი: Prime Time

„სუხიშვილების“ საიუბილეო კონცერტები შესაძლოა აღარ ჩატარდეს

„სუხიშვილების“ საიუბილეო კონცერტები შესაძლოა აღარ ჩატარდეს

ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ამჟამად უკრაინაში მართავს კონცერტებს. ანსამბლი გასტროლებით თებერვლის დასაწყისში გაემგზავრა თავდაპირველად პოლონეთში, შემდეგ კი – მოლდოვასა და რუმინეთში. 34 ქალაქში 55 კონცერტი აქვთ დაგეგმილი. ანსამბლი გამგზავრების წინ პატრიარქმა დალოცა.

 

კორონოვირუსთან მიმართებაში დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციის თანახმად, საზღვარგარეთიდან დაბრუნებულმა ადამიანებმა, უმჯობესია, თვითიზოლაციაში დაჰყონ. „პრაიმტაიმის“ შეკითხვას, გაითვალისწინებენ თუ არა ამ რეკომენდაციას 29 მარტს სამშობლოში დაბრუნებული მოცეკვავეები, ნაციონალური ანსამბლის აღმასრულებელი მენეჯერი და დირექტორის მოადგილე, ხატია ეკიზაშვილი პასუხობს.

 

ხატია ეკიზაშვილი: ჩვენ ამჟამად უკრაინაში ვიმყოფებით. უკრაინა, როგორც ვიცი, არ შედის ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყანათა სიაში, თუმცა ჩვენ ჩამოსვლის დროს ისე მოვიქცევით, როგორც საჭირო იქნება. თუ საჭირო გახდება, ბუნებრივია, ამ რეკომენდაციასაც გავითვალისწინებთ.

 

– 3 და 4 აპრილს „სუხიშვილების“ 75 წლისადმი მიძღვნილი კონცერტებია დაგეგმილი. ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს კონცერტები შესაძლოა არ ჩატარდეს?

 

– ჯერჯერობით, შექმნილი სიტუაციებიდან გამომდინარე, ბილეთები არ იყიდება. ჩამოვალთ და გადავწყვეტთ, ჩატარდება თუ არა საიუბილეო კონცერტები 3-4 აპრილს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X