11:34 | 2020-03-16 ავტორი: თამარ გონგაძე

„შესაშურად იმუშავეს“ – ლელა წურწუმია ქართველ ექიმებს აქებს

„შესაშურად იმუშავეს“ – ლელა წურწუმია ქართველ ექიმებს აქებს

ლელა წურწუმია, „მამულიჩა“ და მარიკო ლისის ტბაზე სეირნობის დროს „ფეისბუქის ლაივით” ჩაერთნენ. ლელამ კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოება გაამხნევა და მოუწოდა, რომ ფრთხილად იყვნენ და ექიმების რეკომენაციები გაითვალისწინონ.

 

ლელა წურწუმია: – პანიკის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ ელემენტარული უნდა შევასრულოთ. ნებისმიერი ვირუსის დროსაც აუცილებელია დავიცვათ ჰიგიენის ნორმები. ჩვენ თბილი ხალხი ვართ და ჩახუტებით მისალმება გვიყვარს. დღეს დოი შემხვდა, მაგრამ გადაკოცნით არ მივსალმებულვარ, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი დიდი ხნის უნახავი გვყავდა.

 

ლისის ტბაზე ბევრი ხალხი დადის, სახლში ჩაკეტვაც რთულია, ამიტომ დაიცავით დისტანცია, უცხო ადამიანს ორ მეტრის რადიუსში არ მიუახლოვდეთ.
მომწონს ეს მობილიზება. ექიმებს და პასუხისმგებელ ადამიანებს მართლაც ყოჩაღ. შესაშურად იმუშავეს და ალბათ, ბევრ ქვეყანას შეშურდებოდა ჩვენი.
ჩვენ თითქოს არ ვართ კანონმორჩილი ადამიანები. მახსოვს, მანქანის ღვედის გაკეთება აუცილებელი რომ გახდა, ყველას ეგონა ქართველები არ გაიკეთებდნენ, მაგრამ ძალიან მალე გავიკეთეთ ღვედი. ჯანმრთელად იყავით, თავს გაუფრთხილდით. მიყვარხართ.

 

სამი დღის წინ ლელამ და მამულიჩამ “ფეისბუქზე” ერთ-ერთი კლინიკიდან შავი პირბადით დადეს ფოტო. ფოტო სააგენტოებმა გამოაქვეყნეს და დაასათაურეს,რომ თითქოს წყვილი კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მამულიჩამ ლაივ ჩართვით განცხადება გააკეთა, რომ მსგავსი დეზინფორმაციისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები