00:51 | 2020-03-13 ავტორი: Prime Time

„სესხები იქნება გადავადებული – სიტყვიერი დასტური უკვე მიღებულია“

„სესხები იქნება გადავადებული – სიტყვიერი დასტური უკვე მიღებულია“

„სიტყვიერი დასტური უკვე მიღებული გვაქვს, სესხები იქნება გადავადებული”- ამის შესახებ “აჭარა ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განაცხადა. ინფორმაციას BM.ge-ი ავრცელებს.

 

ჩეხერიას განმარტებით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ბანკებთან თანამშრომლობაც. ჩეხერია ამ პროცესებში მთავრობის მუშაობას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე სწორედ იმ მოდელზე მიდის მუშაობა, რისი საშუალებითაც მოხდება სესხების რესტრუქტურიზაცია.

 

მოქალაქეებს შეეძლებათ საქართველოს ბანკის სესხი მაისამდე გადაავადონ
2020-03-13მოქალაქეებს შეეძლებათ საქართველოს ბანკის სესხი მაისამდე გადაავადონ

 

როგორც ცნობილია, მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები, პრემიერთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

ეკონომიკის მინისტრის თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად ტურიზმის სექტორს გარკვეული ანტიკრიზისული გეგმა შესთავაზონ.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X