20:31 | 2020-03-21 ავტორი: ალექსი ქამადაძე

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლისთვის სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას აგრძელებს

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლისთვის სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას აგრძელებს

„საქართველოს ბანკი“ საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც აგრძელებს მომხმარებლისთვის სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას.

 

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, შეუფერხებლად იმუშავებს თვითმომსახურების ცენტრებში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და ბანკომატები.

 

მათივე ინფორმაციით, გაძლიერებული რესურსით იმუშავებს ცხელი ხაზი.

 

„ბანკის მომხმარებელი შეძლებს ისარგებლოს სერვისებით, როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციური არხებით. “საქართველოს ბანკის” ყველა ციფრულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე ინფორმაციის მიღება მომხმარებელს შეუძლია შემდეგ ბმულზე: https://bankofgeorgia.ge/ka/about/remote-services.

 

“საქართველოს ბანკი” არსებულ გამოწვევებს მომზადებული ხვდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები