16:06 | 2020-03-03 ავტორი: თამთა თორდია

„საყოველთაო პანიკაში აღმოჩენილი გმირი“ – ამირან გამყრელიძის უცნობი ფოტოები და საზოგადოების გზავნილები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს მთელი საქართველო იცნობს. საზოგადოება ბოლო დღეებში კორონავირუსის გამო, ყოველდღიურად ელოდება მისგან ახალ და საიმედო ინფორმაციას.

 

ყოველდღიურ რეჟიმში სოციალურ ქსელში ამირან გამყრელიძის მისამართით არაერთი კომენტარი იწერება. საზოგადოების უმეტესი ნაწილი მის პროფესიონალიზმს, გაწონასწორებულ საუბარს და ღიმილსაც კი აღნიშნავს.

 

შეიძლება ითქვას, რომ ამ საყოველთაო პანიკაში, ნამდვილ ვარსკვლავად იქცა სოციალურ ქსელში.

 

„ღიმილიც როგორ უხდება“ ;

 

„აი, ადამიანი, მშვიდი, გაიგებ რას ამბობს“ ;

 

„ბატონო ამირან თქვენ მინისტრობის ღირსი ბრძანდებით“ ;

 

„მადლობა ბატონ ამირანს თავდადებისთვის ერის წინაშე, ამ ადამიანზე რომ ვინმეს აუგი წამოცდება…რა სიმდაბლეა!„

 

„ძალიან შეგნებული და გაწონასწორებული ადამიანი“

 

„საყოველტაო პანიკაში აღმოჩენილი, ყველაზე მშვიდი და სიამედო გმირი“ – წერენ სოციალურ ქსელში.

 

ცნობისათვის, ბატონი ამირანი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია, საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს შრო­მისჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მინისტრი იყო 2001 წლის 29 დეკემბრიდან 2003 წლის 27 ნოემბრამდე. არის ევროპის ალერგიისა და კვლევითი იმუნოლოგიის აკადემიის წევრი, ჯან­და­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

 

დაიბადა 1951 წლის 24 იანვარს თბილისში. სწავლობდა თბილისის №4 საჯარო სკოლაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და მალევე დაინიშნა იმავე ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრის უფროსს ლაბორანტად; 1991-1996 წლებში იყო სამედიცინო უნივერსიტეტის კვლევითი და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ალერგიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და კვლევითი იმუნოგენეტიკის განყოფილების გამგე. 1988-1996 წელბში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ალერგიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და იმუნოგენეტიკის დეპარატამენტის უფროსი; 1995-1997 წლებ­ში მუ­შა­ობ­და ჯან­დაც­ვის მარ­თ­ვის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რად. 1997-2001 წლებში იყოსა­ქარ­თ­ვე­ლოს შრო­მისჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მინისტრის პირველი მოადგილე; 2001-2004 წლებში — მინისტრი.

 

2013 წლის 7 თებერვლიდან გამყრელიძე არის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი.

 

2002 წელს დიაბეტიან ბავშვთა ასოციაციამ საქართველოში მცხოვრები დიაბეტიანი ბავშვებისადმი გამოჩენილი მზრუნველობისა და დახმარებისთვის  ასოციაციის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

 

 

ჰყავს მეუღლე – 1950 წელს დაბადებული, ექიმი-ჰემატოლოგი მარინე კვეზერელი-კოპაძე.

 

ვაჟი – საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკოლოზ გამყრელიძე.

 

 

ქალიშვილი – თამარ გამყრელიძე. ჰყავს ექვსი შვილიშვილი.

 

ავტორი: თამთა თორდია

დატოვე კომენტარი