fbpx
14:54 | 2020-01-31 ავტორი: Prime Time

„სად წავიდა პენსიები, ჩიტმა წაიღო, ჰაერმა?“ – აქცია ზუგდიდში შეძახილების ფონზე

„სად წავიდა პენსიები, ჩიტმა წაიღო, ჰაერმა?“ – აქცია ზუგდიდში შეძახილების ფონზე

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მერაბ ქვარაიას ნეპოტიზმში ადანაშაულებენ.

 

ახალგაზრდების ნაწილი შენობაში შევიდა, მათ სურდათ დეპუტატისთვის გადაეცათ, შემდეგი შინაარსის სიგელი: „მერაბ ქვარაიას ნეპოტიზმისთვის“.

 

ისინი სკანდირებდნენ: „მონა! პენსიების ქურდი“.

 

აქციის მონაწილეები ქვარაიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. ბიუროს თანამშრომლების განცხადებით კი, მათ მხოლოდ ერთი ადამიანის შეშვება შეეძლოთ.

 

„შეცვალეს“ აქტივისტებსა და ბიუროს თანამშრომლებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები პროტესტს სასტვენებით გამოხატავდნენ, მათ ხელში პლაკატები ჰქონდათ წარწერებით: „მონა“, „სად წავიდა პენსიები, ჩიტმა წაიღო, ჰაერმა?“ #ქცხვარაია.

 

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც.

 

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X