00:57 | 2020-03-13 ავტორი: თამარ გონგაძე

„როცა ასეთი მდგომარეობაა, ბანკებმაც წვლილი უნდა შეიტანონ ადამიანების ყოფის გაუმჯობესებაში“ – ზურა ხაჩიძე

„როცა ასეთი მდგომარეობაა, ბანკებმაც წვლილი უნდა შეიტანონ ადამიანების ყოფის გაუმჯობესებაში“ – ზურა ხაჩიძე

ზურა ხაჩიძე ქვეყანაში შექმნილ საგანგებო მდგომარეობას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ის მიიჩნევს, რომ ასეთ დროს სოლიდარობა ბანკმაც უნდა გამოიჩინოს.

 

„როცა ასეთი მდგომარეობაა ქვეყანაში და ყველა სოლიდარული ვართ, ბანკებმაც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანონ ადამიანების ყოფის გაუმჯობესებაში!“ – წერს ზურა სოციალურ ქსელში.

 

ზურას კომენტარებში წერენ, რომ გახდეს ამ თემის წამოჭრის ინიციატორი, ის კი პასუხობს.
ზურა ხაჩიძე: – მე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია გამოვხატე, სხვა ბერკეტი არ მაქვს.

 

„პრაიმტაიმის“ შეკითხვაზე, უფრო კონკრეტულად რის გაკეთებას სთხოვს ის ბანკს, ზურა გვპასუხობს.

 

ზურა: – დააწესონ გარკვეული შეღავათი. ფორსმაჟორული სიტუაციაა და უნდა გადადგან რამე ქმედითი ნაბიჯები ხალხის სამსახურში.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X