23:48 | 2020-03-28 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ადგილზე არ ჰქონდათ რეანიმაციის განყოფილება“ – ქართველი პედიატრი საფრანგეთში გარდაცვლილ 16 წლის გოგოზე

„ადგილზე არ ჰქონდათ რეანიმაციის განყოფილება“ – ქართველი პედიატრი საფრანგეთში გარდაცვლილ 16 წლის გოგოზე

„კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა შორის ყველაზე ახალგაზრდა, საფრანგეთში გარდაცვლილი 16 წლის გოგოსთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

 

როგორც პარიზში მოღვაწე ქართველი პედიატრი, ქეთი ლობჟანიძე წერს, ახალგაზრდას უბრალოდ არ გაუმართლა და მისი მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა.

 

„საფრანგეთში გარდაცვლილი 16 წლის გოგოს ამბავს აქ ბევრი აზიარებს. მეც დავინტერესდი, ჩემი ყოფილი კოლეგა მუშაობს ახლა იმ საავადმყოფოში, სადაც შეიყვანეს და დაუდგინეს კოვიდ-19.

 

სიკვდილის მიზეზი გახდა ის, რომ ბავშვი სწრაფად დამძიმდა, ადგილზე არ ჰქონდათ რეანიმაციის განყოფილება და სანამ პარიზის გარეუბნიდან ნეკერში გადაიყვანეს, ძვირფასი დრო დაიკარგა. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს შესაძლებლობის ფარგლებში, გოგოს უბრალოდ არ გაუმართლა…

 

ცნობისთვის, მართალია არც რისკ-ჯგუფში იყო და არც მავნე ჩვევები ჰქონდა, მაგრამ ასეთი უიშვიათესი გამონაკლისები ხდება ხოლმე საუბედუროდ, ამიტომაა საჭირო სიფრთხილე, გავრცელების შეზღუდვა და ინტენსიური თერაპიის ხელმისაწვდომობა!..

 

და ბოლოს დავაზუსტებ, გამონაკლისის განზოგადება არ შეიძლება, დიდი ალბათობით ეს გოგოც გადარჩებოდა დროული დახმარებით…“, – წერს ქეთი ლობჟანიძე.

 

 

ამავე თემაზე:

 

საფრანგეთში კორონავირუსით 16 წლის გოგონა დაიღუპა
2020-03-27საფრანგეთში კორონავირუსით 16 წლის გოგონა დაიღუპა
ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X