fbpx
16:17 | 2020-03-04 ავტორი: Prime Time

„რა უნდოდათ, რა ტყუილად ჩამადებინეს ცოდვაში ფეხი!“ – გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული

„რა უნდოდათ, რა ტყუილად ჩამადებინეს ცოდვაში ფეხი!“ – გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი საკუთარმა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. ტარიელ კაკაბაძემ სოციალურ ქსელში კობიაშვილთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

 

„ახლა გამოვედი პენიტენციური დაწესებულებიდან. მერაბს შევხვდი. ვისაუბრეთ ბევრ რამეზე: საქმეზე, ოჯახზე, სამშობლოზე.

 

კიდევ ერთხელ დავინახე, რომ ის არის სამაგალითო ადამიანი, ქვეყნის პატრიოტი და არანორმალური მოთმინების მქონე პიროვნება.

 

ყველაზე მეტად გარდაცვლილზე და მის ოჯახზე დარდობს- რა ტყუილად ჩამადებინეს ცოდვაში ფეხიო, რა უნდოდათო.

 

თავის სახელზე ფიქრობს, რასაც ყოველთვის უფრთხილდებოდა. გაუხარდა, რომ ვუთხარი, რომ ყველა ფაქტის ამსახველი კადრები გვაქვს. სიმართლე არ დამეკარგებაო.

 

განვიხილეთ მომხდარი და ახლაც მიკვირს- როგორ მოახერხა იმ ყველაფრის მოთმენა რასაც მას უკეთებდნენ!

 

ერთი სული მაქვს როდის დაუბრუნდება ეს ღირსეული ადამიანი მის საყვარელ ოჯახს, ჯარს და გააგრძელებს სამშობლოს სამსახურს.

 

საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ამ უმაგრესი კაცის დასჯა!“ – წერს ტარიელ კაკაბაძე.

 

შეგახსენებთ, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს.

 

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X