12:20 | 2020-03-12 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„პური მეპურემ უნდა გამოაცხოს“ -ხუხაშვილი გამყრელიძისა და იმნაძის პოლიტიკურ მომავალზე

„პური მეპურემ უნდა გამოაცხოს“ -ხუხაშვილი გამყრელიძისა და იმნაძის პოლიტიკურ მომავალზე

ბოლო დროს, ხშირად გვესმის გამყრელიძის, იმნაძის, ცერცვაძის პოლიტიკურ მომავალზე საუბარი. ყველაზე ხშირად – “გამყრელიძე პრეზიდენტად!”. არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებაც სერიოზულად განიხილავდეს ამ თემებს, – ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

პოსტის გამოქვეყნების შემდეგ „პრაიმტაიმი“ თემის ანალიზისთვის ზემოაღნიშნულის ავტორს დაუკავშირდა.

 

„ამ ბოლოს დროს, ხშირად ისმის და სოციალურ ქსელშიც განხილვებია, რომ რადგან გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე პოპულარულები არიან და ამას ნამდვილად იმსახურებენ, მათ პოლიტიკური კარიერა უნდა გაიკეთონ. ისინი პოპულარულები არიან იმისთვის, რომ თავიანთ ადგილზე არიან და სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკაშიც კარგები იქნებიან. პური მეპურემ უნდა გამოაცხოს. ეს არის ჩვენი საზოგადოების ინფანტილიზმი, გვგონია, თუ ადამიანი პოპულარულია, ის პოლიტიკაში უნდა წავიდეს და არა თავისი საქმე აკეთოს.

საზოგადოების მსუბუქი აზროვნება ძალიან მაკვირვებს, როდესაც ასეთი პროფესიონალები აუცილებლად პოლიტიკაში უნდა წავიდნენ, რადგან ხალხში პოპულარულები არიან. პოლიტიკოსმა პოლიტიკოსის საქმე უნდა აკეთოს, ექიმმა ექიმის და მაშინ დალაგდება ქვეყანა, – ამბობს გია ხუხაშვილი.

ასევე ნახეთ:

VIDEO: კაცს სახეზე ფერი არ ადევს - როგორ ეხმიანებიან მოქალაქეები გამყრელიძის ბრიფინგს
2020-03-11VIDEO: კაცს სახეზე ფერი არ ადევს - როგორ ეხმიანებიან მოქალაქეები გამყრელიძის ბრიფინგს

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები