fbpx
11:06 | 2019-12-26 ავტორი:

„მამას ცოცხლად სიკვდილით დასჯას ქვია ლენო“ – გარდაცვლილი 14 წლის ლენო გვარჯალაძის მამის ემოციური პოსტი

„მამას ცოცხლად სიკვდილით დასჯას ქვია ლენო“ – გარდაცვლილი 14 წლის ლენო გვარჯალაძის მამის ემოციური პოსტი

14 წლის გარდაცვლილი მოზარდის, ლენო გვარჯალაძის მამა, გიორგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

 

მამას ენატრები… მამას ყელში გაჩხერილ ბურთს ქვია ლენო. მამას გატეხილ გულს ქვიალენო. მამას ცოცხლად სიკვდილით დასჯას ქვია ლენო. მამას სამსახურსაც ლენო ქვია. შენც გვარჯალაძე ხარ ხო? გაიცანი მამაჩემი, რომელსაც მე არ ვიცნობ? მინდა მჯეროდეს, არ გამომდის. მძიმეა. მიყვარხარ. მიჭირს ძაან“,- წერს გიორგი გვარჯალაძე.

 

მე-9 კლასის მოსწავლე ელენე გვარჯალაძე ტრაგიკულად დაიღუპა. გოგონა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ავტორი:

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X