14:16 | 2020-03-15 ავტორი: Prime Time

რაღაცას გვეუბნება უფალი ამით და უნდა დავფიქრდეთ – მეუფე შიო კორონავირუსზე

რაღაცას გვეუბნება უფალი ამით და უნდა დავფიქრდეთ – მეუფე შიო კორონავირუსზე

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა აღევლინა, რომლის დასრულების შემდეგ პატრიარქის თანამოსაყდრემ მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე შიომ სინანულის და განსაცდელის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„ყველა სნეულება, ყველა მწარე წამალი, მწარე გაკვეთილი, რაც ცხოვრებაში გვხვდება, შემთხვევით არ არის“ – ბრძანა ქადაგებისას მეუფე  შიო მუჯირმა.

 

„უფლისთვის მთავარი არ არის ჩვენი გარეგნული მოქმედებები, არამედ შინაგანად როგორ ვიცვლებით. ახლა ჩვენ უმძიმესი პერიოდი გვაქვს ვირუსის გამო მსოფლიოშიც და ჩვენს ქვეყანაშიც. წმინდა მამების სწავლებით ყველა სნეულება, ყველა მწარე წამალი, მწარე გაკვეთილი, რაც ცხოვრებაში გვხვდება, ეს შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრებაში, ოჯახის ცხოვრებაში, მთელი ერის ცხოვრებაში ეს შემთხვევით არ არის. ან უფლის ნებით ხდება ან უფლის დაშვებით ხდება, რასაც მოვიწევთ ჩვენს თავზე დაუდევრობით და უგუნურებით. ეს მწარე გაკვეთილები მოევლინება ადამიანს რომ ის გონს მოვიდეს, დაფიქრდეს, ამით უფალი რაღაცას ეუბნება. ამაზე უნდა დავფიქრდეთ. უფალმა ინებოს, რომ მოგვეცეს მოშურნეობა, გონიერება და სურვილი, ამ მადლის მოხვეჭის და უფალთან დაახლოების. ეს არის გზა ჭეშმარიტებისა და სასუფევლის დამკვიდრებისა”,- განაცხადა მეუფე შიომ.

 

ამავე თემაზე: საპატრიარქო: სასულიერო პირებს ვთხოვთ, გამორჩეულად ილოცონ კორონავირუსით დაავადებულთათვის

 

 

15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, ყველა ტაძარში დაირეკოს ზარები და ერთად ვთქვათ ლოცვები: „მამაო ჩვენო“ - საპატრიარქო
2020-03-1415 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, ყველა ტაძარში დაირეკოს ზარები და ერთად ვთქვათ ლოცვები: „მამაო ჩვენო“ - საპატრიარქო
                            
კორონავირუსთან დაკავშირებით საპატრიარქო მრევლს რეკომენდაციით მიმართავს
2020-03-14კორონავირუსთან დაკავშირებით საპატრიარქო მრევლს რეკომენდაციით მიმართავს

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X