18:50 | 2020-03-11 ავტორი: თამთა თორდია

„კორონავირუსის გადადების არ გეშინია?!“ – „მთავარი არხის“ ჟურნალსიტი კარანტინში გადავიდა

„კორონავირუსის გადადების არ გეშინია?!“ – „მთავარი არხის“ ჟურნალსიტი კარანტინში გადავიდა

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე საჩხერის საკარნტინო სივრცეში მოთავსდა. ეს ინფორმაცია მან „პრაიმტაიმს“ თავად დაუდასტურა.

 

ჟურნალისტებმა მედიკოსებს დღეს, მას შემდეგ მიმართა, რაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს იური ნოზაძეს ახალი ვირუსი დაუდასტურდა.

 

ვაჩიბერაძემ რამდენიმე დღის წინ მოამზადა სიუჟეტი საჩხერის ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტის შესახებ, რომელიც ნოზაძის შვილი გახლავთ. ინფორმაციის დასადასტურებლად ის ამ პაციენტის ოჯახშიც მივიდა, სადაც იური ნოზაძე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

 

სინქრონის ჩაწერისას ნოზაძემ ჟურნალისტს ჰკითხა კიდეც – კორონავირუსის გადადების არ გეშინიაო?

 

ირაკლი ვაჩიბერაძეს მართალია ახალი ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და ექიმებმაც თვითიზოლაცია ურჩიეს, თუმცა, „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მან თავად მოითხოვა საკარანტინო სივრცეში გადაყვანა.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X