17:20 | 2020-03-27 ავტორი: Prime Time

„ჯორჯიან მანგანეზის“ მიწვევით, დასაქმებულებს ადგილობრივმა ექიმებმა COVID19-ის წინააღმდეგ რეკომენდაციები გააცნეს

„ჯორჯიან მანგანეზის“ მიწვევით, დასაქმებულებს ადგილობრივმა ექიმებმა COVID19-ის წინააღმდეგ რეკომენდაციები გააცნეს

„ჯორჯიან მანგანეზის“ მიწვევით, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დასაქმებულებს ადგილობრივი სამედიცინო ცენტრის ექიმები ეწვივნენ.

 

ექიმებმა დასაქმებულებს COVID19-ის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები პირადად გააცნეს.

 

ამავდროულად, კომპანიის ინიციატივით, საწარმოო და საყოფაცხოვრებო ობიექტებზე: მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის, ხის მასალის საწყობის, პატარიძის სახელობის მაღაროსა და ნოფის მადნის სასაწყობო ტერიტორიებზე საინფორმაციო პოსტერები განთავსდა.

 

„COVID19-მა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში თითქმის ყველაფერი გააჩერა.

 

ისეთი გიგანტური საწარმოები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვით, საბედნიეროდ, არ გაჩერებულან. მათ შორის არის „ჯორჯიან მანგანეზი“.

 

 

მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულების უსაფრთხოება დაცული იყოს და ამ მხრივ, კომპანიამ პროცესში ჩვენი ჩართვით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

 

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადოებას ყველა შესაძლო არხით აწვდის რეკომენდაციებს, ასეთი შეხვედრები მაინც აუცილებელია.

 

საწარმოო ობიექტებზე დასაქმებულ პირებს სპეციფიური სამუშაო გარემო აქვთ და დღეს სწორედ მათი პირობების შესაბამისი რჩევები მივეცით,“- აცხადებს ჭიათურის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცუცქირიძე.

 

აღსანიშნავია, რომ “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ მიწვეულმა ექიმთა ჯგუფმა დასაქმებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრები ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პროდუქციის მწარმოებელ უბნებსა და საყოფაცხოვრებო ობიექტებზეც გამართა.

 

ასევე ნახეთ: „ჯორჯიან მანგანეზმა“ COVID19-ის გამო, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში კვების რაციონში ცვლილებები შეიტანა

 

  • „ჯორჯიან მანგანეზი“ COVID 19-ის გავრცელების წინააღმდეგ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატსა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს.

 

  • ვასილ გველესიანი: „ჯორჯიან მანგანეზი“ კორონავირუსის პრევენციისთვის შესაბამის ღონისძიებებს სისტემატურად ახორციელებს
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X