fbpx
13:45 | 2020-03-23 ავტორი: თათია ცუკოშვილი

„ჯორჯიან მანგანეზი“ COVID 19-ის გავრცელების წინააღმდეგ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატსა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს

„ჯორჯიან მანგანეზი“ COVID 19-ის გავრცელების წინააღმდეგ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატსა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს

„ჯორჯიან მანგანეზი“ ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების წინააღმდეგ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატსა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ყოველდღიურ რეჟიმში, ყველა საწარმოო და საყოფაცხოვრებო ობიექტზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

 

კომპანიამ ქვეყანაში შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და ბრძანების შესაბამისად, 2020 წლის 21 მარტიდან შემდგომი ღონისძიებების გატარება დაიწყო:

 

-„ჯორჯიან მანგანეზმა“ დასაქმებულებს რესპირატორული საშუალებები დაურიგა;

-უზრუნველყოფილია ყოველდღიური სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება იმ მიკროავტობუსებში, რომლითაც კომპანია დასაქმებულთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს;

-„ჯორჯიან მანგანეზის“ დასაქმებულთათვის სავალდებულოდ განისაზღვრა პირბადის მუდმივად ტარება, სამუშაო ადგილზე გამოცხადებიდან საცხოვრებელ ადგილებამდე დაბრუნებამდე;

-„ჯორჯიან მანგანეზის“ ყველა საწარმოო ობიექტზე სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ტარდება, ტერიტორიები მუშავდება სპეციალური ხსნარით, შენობებთან დამონტაჟებულია ანტისეპტიკური საშუალებები;

-საწარმოო ობიექტებზე განთავსებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და ინსტრუქციები;

-კომპანიამ ათი ათასამდე ლიტრი სადეზინფექციო საშუალება შეიძინა.

 

„ჯორჯიან მანგანეზი“ სახელმწიფო სტრუქტურებთან მუდმივ კოორდინაციაშია და იმედოვნებს, რომ ქვეყანა კორონავირუსთან გამკვლავებას დროულად შეძლებს.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X