17:20 | 2019-12-25 ავტორი:

„ისეთი რბილი ხასიათი აქვს – ჭიანჭველასაც არ დაადგამს ფეხს!“ – ქართველი ჰალკი ბათუმში დაჭრლ პოლიციელზე

„ისეთი რბილი ხასიათი აქვს – ჭიანჭველასაც არ დაადგამს ფეხს!“ – ქართველი ჰალკი ბათუმში დაჭრლ პოლიციელზე

მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, ბათუმში, უნობმა პირმა საპატრულო ეკიპაჟის წევრები ოთარ თავართქილაძე და ავთანდილ მჟავანაძე გააჩერა და პატრულ-ინსპექტორ და ამავე დროს, საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრების წევრ თავართქილაძეს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

 

როგორ „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, დაჭრილი პატრულის ახლო მეგობარია „პლანეტის ყველაზე ძლიერი“ ჩემპიონი მკლავჭიდში, ლევან საგინაშვილი. ის ჩვენ ოთარ თავართქილაძის შესახებ გვიყვება:

 

– ოთარი ძალიან კარგი სპორტსმენია, ადრე მოჭიდავე იყო, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მკლავჭიდში გადმოვიდა. ძალიან წარმატებული სპორტსმენი და მკლავჭიდის ფედერაციის ნაკრების წევრია. რამდენჯერმე, საქართველოს ჩემპიონი და ასევე,  ბათუმის საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული იყო. ძალიან ძლიერი და წარმატებული სპორტსმენია.

 

– დიდი ხანია მეგობრობთ?

 

– რაც მკლავჭიდის ფედერაციაში გადმოვიდა, მას შემდეგ ვმეგობრობთ – დაახლოებით ათი წელია. ოთარი აჭარიდან არის, ბათუმში ცხოვრობს და ამის გამო, ხშირად ვერ ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ტელეფონით, ყოველთვის გვაქვს კონტაქტი. სანამ დაჭრის ფაქტი მოხდებოდა, რამდენიმე საათით ადრე დამირეკა და დიდხანს ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე.

 

– რა გეგმები აქვს ოთარს, ისევ არის მკლავჭიდით დაკავებული?

 

– როგორც ვიცი, საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე მოქმედი სპორტსმენია.

 

– რას გამოარჩევდი მისი პიროვნული თვისებებიდან?

 

– ძალიან რბილი ხასიათი აქვს – ჭიანჭველასაც არ დაადგამს ფეხს.

 

– რა იცი მისი დაჭრის შესახებ?

 

– როგორც ვიცი, უცნობმა ადამიანმა პატრულის მანქანა გააჩერა და სანამ მანქანიდან გადმოვიდოდა, მოულოდნელად დაესხა თავს და ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

 

 

– შენი აზრით, რატომ ვერ შეძლო საქართველოს ჩემპიონმა თავდამსხმელის მოგერიება?

 

 

– შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მანქანიდან გადმოდიოდა. როგორც ჩანს, არ ელოდა – მოულოდნელად დაარტყა დანა. ოთარს, მანქანიდან გადმოსვლა რომ მოესწრო, ეჭვიც არ მეპარება მოიგერიებდა, ძალაინ ძლიერი ბიჭია, აუცილებლად მოერეოდა.

 

 

– თუ გაქვს ინფორმაცია, რა იყო დაჭრის მიზეზი?

 

 

– როგორც ამბობენ, იმ პიროვნებას უთქვამს – ამ „სისტემის“ წინააღმდეგი ვარო და ამიტომაც დაჭრა.

 

– როგორია ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და რას უსურვებდი ჩემპიონს?

 

 

– მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. გუშინ ველაპარეკე სკაიპით. უჭირს საუბარი, მაგრამ აზროვნება და წერა შეუძლია. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!

 

 

დარწმუნებული ვარ, რომ მალე გააგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას, მკლავჭიდსაც დაუბრუნდება და ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, კიდევ ბერჯერ იბრძოლებს.

ავტორი:

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X