fbpx
11:37 | 2020-03-02 ავტორი: Prime Time

„გთხოვთ ნუ ამბობთ, ნუ მწერთ რომ ხუთივეს დახოცავდით“ – მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე

„გთხოვთ ნუ ამბობთ, ნუ მწერთ რომ ხუთივეს დახოცავდით“ – მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე

„გთხოვთ ნუ ამბობთ, ნუ მწერთ რომ ხუთივეს დახოცავდით“ – ამის შესახებ გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის, მერაბ კობიაშვილის მეუღლემ ნატა ქიტესაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

 

„გთხოვთ ნუ ამბობთ, ნუ მწერთ რომ ხუთივეს დახოცავდით! ხუთივე მოსაკლავი იყო! ხუთივე შუბლში ტყვიას იმსახურებდა…

 

დიახ! ყველა ასეთი პიროვნება საშიშია საზოგადოებისთვის, ყველა დასაჭერია ჯგუფურად თავდასხმისთვის, ადამიანის ასე გამეტებისთვის, მაგრამ არა სასიკვდილოდ (არც ისე ბევრნი ვართ ეს ქართველები)…

 

ყველაზე მეტად დედები მეცოდებიან, თაზოს დედაც და მერაბის დედაც… ყველაზე მეტად მათი ტკივილის მესმის… რამდენიმე დღეა რაც არ დაბადებული ბავშვები დავკარგე და საშინელ სიცარიელეს ვგრძნობ, არადა მხოლოდ 2 თვე იყვნენ ჩემთან… 28 წელი და 38 წელი, წარმოიდგინეთ რა დროა… მათით რომ სუნთქავ, მათით რომ ფიქრობ, მათით რომ აზროვნებ და უცებ…

 

არც ერთ დედას არ ვუსურვებ ამ ტკივილს!..

 

არც ერთი დედა არ იმსახურებს ამას!..

 

და თქვენ, რატომ არ ფიქრობთ ამდენს?!როცა ადამიანს სასიკვდილოდ იმეტებთ, რატომ არ ფიქრობთ თქვენს დედებზე მაინც?! როგორ იმეტებთ ასე უსირცხვილოდ მათაც და საკუთარ თავებსაც?!…

 

სად გაიზარდეთ, სად აღიზარდეთ, ვინ გასწავლათ რომ ხუთნი ერთ კაცს თავს დაესხათ?!

 

კაცები არ ხართ?!

 

ქართველნი არ ხართ?!

 

გოგოებო, უთხარით ბიჭებს, რომ არ მოგწონთ ასეთი კაცები, მამები, ძმები… რომ მათ გვერდით მშვიდად ვერასოდეს იქნებით…“ – წერს ნატა ქიტესაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ მერაბ კობიაშვილი შსს-მ განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მუხლი) ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ თ.გ.-ს და 1994 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. თ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. გადაყვანილია საავადმყოფოში.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X