01:22 | 2020-03-12 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

„გაუტია და მიიღო“ – ვლადიმერ პუტინი მიხეილ სააკაშვილზე

„გაუტია და მიიღო“ – ვლადიმერ პუტინი მიხეილ სააკაშვილზე

ТАСС-სთან ინტერვიუში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჰყვება, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მას შეჰპირდა, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკითხს ძალის გამოყენებით არ გადაწყვეტდა.

 

„ჩვენ ხომ ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ, მაშინ როდესაც ის ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო“, – ჰყვება პუტინი. „არა, ამას არასდროს ვიზამო, მაგრამ გაუტია. გაუტია და მიიღო“, – განაცხადა პუტინმა.

 

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვის შესახებ კითხვაზე, პუტინი ამბობს, რომ მოსკოვი არაფერ შუაშია. „ამისათვის მადლობა მიხეილ ნიკოლაევიჩს გადაუხადონ“,- აღნიშნა პუტინმა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X