14:03 | 2020-03-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ევროპულმა საქართველომ“ მარნეულის მუნიციპალიტეტს 20 000 სამედიცინო ხელთათმანი აჩუქა

„ევროპულმა საქართველომ“ მარნეულის მუნიციპალიტეტს 20 000 სამედიცინო ხელთათმანი აჩუქა

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა გიორგი კანდელაკმა და გიორგი ღვინიაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტს, რომელშიც ბოლნისის მსგავსად მკაცრი საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებული, 20 000 სამედიცინო ხელთათმანი გადასცა.

 

პარტიის ლიდერებმა ხელთათმანები ბლოკ-პოსტთან მიიტანეს და „ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, აჰმედ იმამკულიევს გაუგზავნეს.

 

„ჩვენ აქ ჩამოვიტანეთ რამდენიმე ათასი წყვილი ხელთათმანი. გვსურს, რომ დავეხმაროთ მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას ამ მძიმე პერიოდში. ასევე, „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი წევრები მზად არიან, რომ იმუშაონ მოხალისეებად, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდით ჩვენს თანამოქალაქეებს,”- განაცხადა  გიორგი ღვინიაშვილმა.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-ს შეადგენს. მათგან 10 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 ადამიანი იმყოფება.

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები