19:29 | 2020-03-12 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

„დუბაიში შეიხი უნდა მოხიბლო“ – ვინ არის კაცი, რომელიც თავს საპატრიარქოს წარმომადგენლად ასაღებს

„დუბაიში შეიხი უნდა მოხიბლო“ – ვინ არის კაცი, რომელიც თავს საპატრიარქოს წარმომადგენლად ასაღებს

ასაკოვანი მამაკაცი ახალგაზრდა ქალებს თბილისის სხვადასხვა ცენტრალურ უბნებში ხვდება და მათ საპატრიარქოს წარმომადგენლის სახელით ეცნობა. როგორც ერთ-ერთი მათგანი „პრაიმტაიმს“ უყვება, ახლო კონტაქტში შესვლის შემდეგ მამაკაცი გოგოებს დუბაიში სამსახურს სთავაზობს.

 

რესპონდენტის ვინაობას არ ვაკონკრეტებთ. როგორც ის აცხადებს, სააკაძის მოედანზე შეხვდა მამაკაცს, რომელმაც დუბაიში გამგზავრება, შეიხის მოხიბვლა და სოლიდური ანაზღაურება შესთავაზა.

 

„სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპიუტერული მომსახურების ცენტრში ასაკოვანმა მამაკაცმა აღნიშნა, რომ კარგად ვფლობდი კომპიუტერს და საქართველოს საპატრიარქოში სამსახური შემომთავაზა. ამისათვის CV გამაგზავნინა. შემდეგ, სოციალურ ქსელში პირად შეტყობინებაში მომივიდა მისგან წერილი. ის დუბაიში, შეიხის მოხიბვლის სანაცვლოდ სოლიდურ ანაზღაურებას მთავაზობდა და მწერდა, რომ არის საქართველოს პატრიარქის სახელობითი კურთხევის მატარებელი და რომ დასაქმებულია საქართველოს საპატრიარქოში. მომერიდა მისთვის უხეშად მიმემართა და თავიდან მომეშორებინა. ამის შემდეგ გამომეხმაურა ამ ადამიანის ახლობელი გოგონა, რომელმაც მითხრა, რომ ამ ხანშიშესულ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს. მის ახლობელს ვუთხარი, რომ მიეღოთ საჭირო ზომები. ვფიქრობ, რომ არსებობს რისკი თუკი მართლაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, ვინმეს რაიმე დაუშაოს და ზიანი მიაყენოს”, – ამბობს “პრაიმტაიმის” რესპონდენტი.

 

ამის შემდეგ “პრაიმტაიმი” საქართველოს საპატრიარქოს იმის გასარკვევად დაუკავშირდა, იყო თუ არა აღნიშნული პიროვნება მათი თანამშრომელი. როგორც მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, ამ ადამიანს საპატრიარქოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.

 

გთავაზობთ სოციალურ ქსელში მიმოწერას:

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები