fbpx
13:33 | 2020-01-15 ავტორი: Prime Time

„ჩემმა შვილმა მოკლა შენი ქალიშვილი“ – ტრაგედია, რომელმაც ორი მამა გააერთიანა

„ჩემმა შვილმა მოკლა შენი ქალიშვილი“ – ტრაგედია, რომელმაც ორი მამა გააერთიანა

ლოლა სალინესი, რომელიც პარიზის ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში საყვარელი მუსიკალური ბენდის მოსასმენად წავიდა, ჯიჰადისტმა ტერორისტებმა 2015 წელს მოკლეს.

 

სემი ამიმური იყო იმ სამ თავდამსხმელს შორის, რომლებმაც როკ კონცერტზე ცეცხლი გახსნა.

 

ამ საზარელი შემთხვევის შემდეგ მათი მამები ერთმანეთს შეხვდნენ და გადაწყვიტეს, რომ დაეწერათ წიგნი – „ჩვენ კიდევ გვაქვს სათქმელი“. ამის შესახებ The Sun – წერს.

 

ისინი პირველად 2017 წლის თებერვალში პარიზის ერთ-ერთ კაფეში შეხვდნენ, მას შემდეგ რაც ეზდინი დაუკავშირდა ჯორჯს, რომელმა ჩამოაყალიბა ასოციაცია ბატაკლანის გადარჩენილები და გარდაცვლილის ახლობლები.

 

62 წლის ჯორჯი, რომლის ქალიშვილიც ეზდინის ვაჟმა მოკლა, გამოცემას უყვება, რომ შეხვედრამდე იგი ნერვიულობდა, რადგან არ იცოდა, თუ რატომ სურდა მასთან შეხვედრა.

 

„მე მინდოდა შევხვედროდი მას და მეთქვა ჩემი შვილის შესახებ. ის იყო ჯელტმენი, საყვარელი ბიჭი. სწორ გზას მიჰყვებოდა. მე ვგმობ ყველანაირ ძალადობას, არ შემიძლია გავიგო, როგორ შეეძლო მას გარდასახვა“, – ჰყვება ტერორისტის მამა ეზდინი.

 

ჯორჯი ჰყვება, რომ როდესაც იგი შეხვდა თავისი შვილის მკვლელის მამას აღმოაჩინა, რომ იგი ძალიან კარგი ადამიანი იყო – „ის ეწინააღმდეგება ფუნდამენტალისტს და რადიკალიზმს. ის არის მუსლიმი, მაგრამ არის ძალიან ტოლერანტული სხვა რელიგიების მიმართ“.

 

28 წლის ლოლა იყო იმ 90 ადამიანს შორის, რომელიც ბატაკლანიში 13 ნოემბერს ღამით საზარელ შემთხვევას ემსხვერპლა. სულ 130 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის მასშტაბით თავდასხმების დროს, ხოლო ერთი ადამიანი, რომელიც სისხლისღვრას გადაურჩა 2 წლის შემდეგ დაიღუპა და ის გახდა 131 მსხვერპლი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X