15:50 | 2020-02-04 ავტორი: Prime Time

„ამას დღესაც არ ვნანობ“- შოთაძე გადადგომაზე

„ამას დღესაც არ ვნანობ“- შოთაძე გადადგომაზე

ჩემი მთავარი მესიჯი ის იყო, რომ საზოგადოებას დაენახა, ეს თანამდებობა არაფერს წარმოადგენდა, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

 

​მისივე თქმით, მაშინ, საზოგადოება შეცდომაში იყო შესული, რადგან გადაწყვეტილება პირველი ინსტაციის იყო.

 

„ამ საქმეზე გრძელდებოდა პროცესები. ასე რომ ვთქვათ ყველაფერი წინ იყო. საგამოძიებო ორგანოებს დიდი საქმე ჰქონდა გასაწევი, რადგან მართლმსაჯულების აღსრულებულიყო. რასაც ვხედავ ეს საქმე აქტიურად მიმდინარეობს. ჩემი მთავარი მესიჯი ის იყო, რომ საზოგადოებას დაენახა ეს თანამდებობა არაფერს წარმოადგენდა. სწორედ ამის საჩვენებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება. ამას დღესაც არ ვნანობ. ჩვენ დავინახეთ ის შეცდომები და რეალობა, რამაც შეიძლება მსგავს სიტუციამდე მიგვიყვანოს,“ – განაცხადა შოთაძემ.

 

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობა 2015 წლის 27 ნოემბრიდან ეკავა და პოსტი 2018 წლის 31 მაისს დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შოთაძის გადადგომას მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები ითხოვდნენ.

 

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძე საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X