17:07 | 2020-03-06 ავტორი: Prime Time

„ამ პაციენტმა წესი დაარღვია“ – უახლესი ინფორმაცია კორონავირუსით ინფიცირებულ 5 პაციენტზე

„ამ პაციენტმა წესი დაარღვია“ – უახლესი ინფორმაცია კორონავირუსით ინფიცირებულ 5 პაციენტზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა კორონავირუსით დაინფიცირებული 5 პაციენტის მდგომარეობა შეაფასა.

 

1 საათის წინ დაახლოებით ჩვენს კლინიკაში მოიყვანეს 5 პაციენტი, რომლებსაც დადასტურებული აქვთ ახალი კორონავირუსის ინფექცია- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ყველა მათგანი დაახლოებით 1 კვირა იტალიაში იყვნენ და თბილისში პირველ მარტს ჩამოვიდნენ.

 

„არც ერთ მათგანს ჩამოსვლისას არ აღენიშნებოდა ტემპერატურა, ამიტომ ისინი წავიდნენ სახლებში, თვითიზოლაციაში. შემდგომში ვინაიდან ერთ-ერთ კაცს, რომელიც ამ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში და დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია, ეს 5 ადამიანიც გამოიკვლიეს და ვირუსი მათაც დაუდასტურდათ. ბოლო მონაცემებით, 5-დან ერთს აქვს 37.3 ტემპერატურა და ყელის ტკივილი დანარჩენ, 4-ს არაფერი არ აქვს. პნევმონიაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები