17:21 | 2020-02-06 ავტორი: Prime Time

„ახალციხის ციხეზე“ შესასვლელი ბილეთის ფასი იზრდება

„ახალციხის ციხეზე“ შესასვლელი ბილეთის ფასი იზრდება

ა(ა)იპ „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციამ კომპლექსში შესასვლელი ბილეთების ფასს გადახედა. 2020 წლის ათი თებერვლიდან ზრდასრულ ვიზიტორებს ბილეთი ერთი ლარით გაუძვირდებათ.

 

კომპლექსში შესასვლელად როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ექვსის ნაცვლად შვიდი ლარის გადახდა მოუწევთ. ინფორმაცია „ახალციხის ციხის“ Facebook გვერდით გავრცელდა. დანარჩენ ტარიფებს, ამ ეტაპზე ცვლილება არ შეხებია. სტუდენტებს ისევ სამი ლარის გადახდა მოუწევთ, მოსწავლეებს ორი.

 

„ძალიან ბევრ ობიექტზე ფასები თითქმის, გაორმაგდა, ჩვენ მხოლოდ ერთი ლარით გავზარდეთ. ციხის გახსნიდან, 2012 წლიდან უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ბილეთი შვიდი ლარი ღირდა, საქართველოს მოქალაქისთვის – ხუთი. ამის გამო, 2016-17 წლებში არასამთავრობოებისგან პრეტენზიები გამოითქვა, ამიტომ გათანაბრდა და აქამდე იყო ექვსი ლარი. ახლა გახდება შვიდი“, -განმარტა კომპლექსის დირექტორმა დავით ტაბატაძემ.

 

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ექსკურსიამძღოლების ტარიფები იგივე დარჩა:

 

– ექსკურსიამძღოლის მომსახურება ქართულ ენაზე ხუთი ვიზიტორისთვის – 10 ლარი;

 

– ხუთ ვიზიტორზე მეტი – 20 ლარი;

 

– უცხო ენაზე ხუთი ვიზიტორის ჩათვლით – 20 ლარი;

 

– ხოლო ხუთი ვიზიტორის ზევით – 30 ლარი;

 

იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის მოწმობას წარადგენენ, კომპლექსში უფასოდ შევლენ შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:

 

– ICOM – ის წევრები;

 

– საქართველოს და უცხოეთის მუზეუმის თანამშრომლები;

 

– 6 წლამდე ასაკის და მიუსაფარი ბავშვები;

 

– სოციალურად დაუცველი პირები;

 

– შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;

 

– იძულებით გადაადგილებული პირები;

 

– ომის ვეტერანები.

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X