20:24 | 2020-03-18 ავტორი: რუსა ღვანიძე

„აი რა ხდება კალიფორნიაში… მეც გამათავისუფლებენ“ – ქართველი ემიგრანტი აშშ-დან

„აი რა ხდება კალიფორნიაში… მეც გამათავისუფლებენ“ – ქართველი ემიგრანტი აშშ-დან

ქართველი ემიგრანტი, მსახიობი გიორგი დარჩიაშვილი, რომელიც ამ ეტაპზე აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს, კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილ რთულ ვითარებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს და ვიდეოს აქვეყნებს:

 

„აი, რა ხდება კალიფორნიაში და მთელ ამერიკაში… ეს ის ჩემი სამსახურია, სადაც მე ვმუშაობ. უკვე დახურეს და ერთი თვე მუშაობა აღარ იქნება. ზეგ მეც გამათავისუფლებენ“ – ამბობს დარჩიაშვილი.

 

 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით 87-ს შეადგენს. დადასტურებულია დაავადების – 4 475 შემთხვევა. ინფორმაციას ამის შესახებ „CNN“ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. დაავადებულთაგან 70 ჩინეთიდან და იაპონიის სანაპიროსთან მდგარ საკრუიზო ხომალდიდან ევაკუირებული პირია. 4 405 კი, გამოვლენილი და დადასტურებულია აშშ-ში. კორონავირუსით ყველაზე მეტი ინფიცირებული, ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის შტატებშია. თითოეულში გამოვლენილია დაავადების დაახლოებით 900 შემთხვევა. მესამე ადგილზეა კალიფორნია – 450 ინფიცირებულით. კორონავირუსის ახალი ტიპის პანდემიის გამო, გასული კვირის ბოლოს, დონალდ ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X