12:33 | 2020-03-15 ავტორი: Prime Time

„1 თვეს გაძლებთ მაქსიმუმს, რა რაოდენობის ხორბალიც გვაქვს ქვეყანაში“ – მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი

„წელიწადში 150 000 000 $-ის ღირებულების ხორბალი შემოგვაქვს რუსეთიდან. საქართველოს მოხმარება კი 600-700 ათას ტონაზე მეტია ყოველთვის“. ამის შესახებ მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომლის პოსტსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

„რას და ერთიანობა კარგი ყოფილა, ნუ უკეთესი ვინემ ბოღმა და ძაგება ერთმანეთის. თურმე ერთობაც შეგვძლებია რაღაცეებში, რა თქმა უნდა აქაც გამოჩნდებიან ამრევები, მაგრამ ზოგადად გაცილებით დიდია დღეს ერთიანობა და ერთმანეთზე ზრუნვის კოეფიციენტი, ვიდრე ეს იყო თუნდაც 1 თვის წინ, ეს ფაქტია მეგობრებო!

 

მაგრამ სოფლის მეურნეობა და მაინც სოფლის მეურნეობა…

 

– რა გვასწავლა კორონამ?!

 

დღეისათვის სრულიად კატასტროფულ მდგომარეობაში ვიმყოფებით სასურსათო უსარფთხოების კუთხით. მავვანნი წლების წინ ამ თემაზე დამცინოდნენ, რა უსაფრთხოება, წავალ და შემოვიტანთო… აგერ ბატონო მიდით. რუსეთიდან იმპორტი რომ დაიკეტოს, 1 თვეს გაძლევთ მაქსიმუმს რამდენი რაოდენობის ხორბალიც გვაქვს ქვეყანაში.

 

როგორ მუშაობს სქემა:

 

ტრაილერის შოფერი მიდის ცივჩრდილოეთის ქვეყანაში, „გაჩითავს” ხორბლის მომწოდებელს, მიადგება, დატვირთავს, გადაიხდის გადასახდელებს „თეთრს-შავს” და გადმოიტანს, მოადგება წისქვილს, წისქვილი გასინჯავს, თუ ცოტა ჭირდებათ იმ დროს ხორბალი და თუ ფასზეც „მიაკაჩავეს” ჩაიბარებენ, თუ არა და გაუშვებენ… სხვა მოვაო… რატო მოვა სხვა? დაახლოებით 400-მდე ტრაილერი მუშაობს დღეისათვის ამ საქმეზე, შემოდის მარცვალი, არცერთი წისქვილი არც კი ცდილობს შექმნას მარაგი, რატომ? ისინი ხომ კერძოა და ვერავინ დაავალდებულებს თავისუფალ ბიზნესს ვერაფერს. დღევანდელ სიტუაციაში, რუსეთი სულ რომ მოკეთე იყოს ძალიან თავისუფალად შეილება აღმოჩნდეს რომ ის გზაც კი შეიძლება დაგვებლოკოს.

 

საქართველოს თავისი მარაგები კარგ-სამოვალიან წელში შეიძლება ქონდეს 150-170 ათას ტონამდე ხორბალი, ისიც მაქსიმუმ ნახევარი შეილება იყოს ვარგისი საწისქვილეთ, დანარჩენის მონაცემები არის დაბალი და მხოლოდ საფურაჟეა… საქართველოს მოხმარება კი წელიწადში 600-700 ათას ტონაზე მეტია ყოველთვის.

 

წელიწადში 150 000 000 $ ის ღირებულების ხორბალი შემოგვაქვს რუსეთიდან.

 

გამოსავალი ჩემი აზრით:

 

ქვეყანამ უნდა შექმნას რეზერვები დაახლოებით 50 000 ტონის ფარგლებში ყოველ წელს, სასურველია ეს იყოს ადგილობრივი წარმოებით წარმოებული, როგორ?

 

სახელმწიფო ადგენს რომ მოსავლის აღების დროს შეიძენს ხორბალს, ამა და ამ მონაცემებით (საუბარია საწისქვილე ხორბალზე) პირობითად 50 თეთრად, ან 55 თეთრად, საშრობ გავლილი შეინახება სილოსებში, ან ამისთვის შეილება კაჭრეთის წისქვილკომბინატის საცავების გამოყენება, რომელიც ჩემი ინფორმაციით 80 000 ტონაზეა. დანარჩენი ხორბალი ჩვეულებრივად არის მიმოქცევაში, იმპორტიც ხდება და თუ საჭიროება არ დადგა ამ მარაგების გახარჯვისა და მოსალდნელია კარგი მოსავალი წელს, მაშინ აპრილი მაისის თვეში სახელმწიფო ამ მარაგებს ამოყიდის დაახლოებით 5 თეთრიანი ფასნამატით მხოლოდ, რა ტრენდის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ რომ ყოველთვის იქნება საინტერესო წისქვილებისთვის… რეალიზებული ხორბლიდან ამოღებული ფულით, ამ წელს სახელმწიფო კიდევ აკეთებს ანალოგიურ შესწყიდვებს და მარაგებს!

 

რას მივიღებთ ამითი? იმას რომ ფერმერმა იცის თუ აწარმოებს ამა და ამ მონაცემების ხორბალს მას გარანტირებული აქვს რეალიზაცია კარგ ფასად, რადგან მოსავლის აღების პერიოდში ფასი 35-40 თეთრზე მეტი არაა, მას არც შენავის ხარჯი აღარ აქვს. თუმცა კარგი მონაცემების ხორბლის მარცვლის მისაღებად საჭიროა შესაბამისი თესლი, თესლბრუნვის და სხვა აგროღონისძიებების პრაქტიკის დახვეწა, შესაბამისი პრეპარატების გამოყენება, სარწყავის ხარჯზე გაზრდილი პროდუქტიულობა და სხვა… შესაბამისი მოვლით მიიღება მეტი შედეგი და არა 2.7 ტონა საშუალო საჰექტრო მოსავლიანობა.

 

ასე რომ დროა გადავიდეთ წესიერ აგრო პოლიტიკის დაგეგმარებაზე და ამოვიგდოთ თავიდან ბევრი არაფრის მომცემი პროექტისგან რომელსაც მხოლოდ სოციალური მიზანი აქვს და არაფერი იმისთვის რომ ქვეყანა ქვეყნას დაემსგავსოს თავისი სასოფლო სამეურნეო პოლიტიკით… კდევ ერთხელ ვამბობ ეს არ არის სუბსიდია ან რამე მისდაგვარი, ესაა საკმაოდ რაციონალური მიდგომა იმისთვის რომ რამდენიმე პრობლემა ერთ დროულად გადაიჭრას.

 

ამოიგდეთ თავიდან ეს „იიი მე რაა, თუ ომი მოხდება წავალთ და სხვა ქვეყნიდან შემოვიტანთ საკვეებს!” მიდით ბატონო „წიკეთ” საიდანაც გინდათ.

 

მე მაპატიეთ, ცოტა დისონანსი შემოვიტანე ამ მყუდროებაში, ყველაფერი კარგად იქნება“ – წერს გონაშვილი.

 

 

მარაგები სავაჭრო ქსელში საკმარისზე მეტია. სავაჭრო სექტორი ყველა გამოწვევისთვის მზად არის - ნათია თურნავა
2020-03-14მარაგები სავაჭრო ქსელში საკმარისზე მეტია. სავაჭრო სექტორი ყველა გამოწვევისთვის მზად არის - ნათია თურნავა
პროდუქტი უნდა იყოს თაროზე თავის დროზე საკმარისი რაოდენობით და შესაბამისი ფასით - გიორგი გახარია
2020-03-14პროდუქტი უნდა იყოს თაროზე თავის დროზე საკმარისი რაოდენობით და შესაბამისი ფასით - გიორგი გახარია

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X