22:57 | 2020-03-13 ავტორი: რუსა ღვანიძე

„ ბოდიში!… წარმოდგენა არ მქონდა, რომ ინფიცირებული ვიყავი“ – რუდი გობერის შემდეგ „NBA-ს“ მეორე ინფიცირებული დაემატა

დონოვან მიტჩელი „იუტა ჯაზის“ მე-2 კალათბურთელი გახდა, ვისაც კორონავირუსით დაავადება დაუდგინდა. NBA-ს კლუბის ხელმძღვანელობამ, სპეციალური ზომების გატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დადებითი ტესტი, ჯაზის ფრანგმა ცენტრა რუდი გობერმა ჩააბარა. როგორც ირკვევა, საერთო ჯამში, კლუბის 58 წარმომადგენელი (კალათბურთელები და თანამშრომლები) შეამოწმეს, თუმცა, ვირუსი მხოლოდ მიტჩელს აღმოაჩნდა.

 

 

გავლენიანი გამოცემა ESPN-ი იტყობინება, რომ მას შემდეგ, რაც რუდი გობერს COVID-19 დაუდასტურდა, კლუბმა, ყველა მოთამაშეს ტესტი ჩაუტარა. მიტჩელის ტესტი კი, დადებითი აღმოჩნდა – ის „იუტას“ და NBA-ს მეორე კალათბურთელია, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა. დონოვან მიტჩელი კოროვირუსული დიაგნოზირების შემდეგ, საკუთარ „ინსტაგრამის“ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას, მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს:

„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩემს პოზიტიურ ტესტზე ამბების მოსმენის შემდეგ მიაღწია. ჩვენ ყველანი უფრო მეტს ვსწავლობთ ამ სიტუაციის სერიოზულობის შესახებ და იმედია ხალხს შეუძლია გააგრძელოს საკუთარი თავის განათლება და გააცნობიეროს, რომ მათ პასუხისმგებლობა უნდა მოუწონონ როგორც საკუთარ ჯანმრთელობას, ისე გარშემომყოფთა კეთილდღეობას. მე ვაფასებ ოკლაჰომაში არსებულ ხელისუფლებას, ვინც გამოსადეგი იყო ტესტის ჩატარების პროცესში და ყველასთვის @utahjazz- დან, რომლებიც ასე მომხრე იყვნენ. ვაპირებ, რომ გავაგრძელო ჩვენი სამედიცინო პერსონალის რჩევები და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია შევხვდეთ და იქ ვიყოთ ერთმანეთისა და ჩვენი მეზობლებისთვის, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ

დონოვან მიტჩელი კოროვირუსული დიაგნოზირების შემდეგ: ადამიანებს “პასუხისმგებლობა უნდა მოუწევთ”

 

2 დღის წინ, კი „იუტა ჯაზის“ ცენტრს, რუდი გობერს კორონავირუსი, რის გამოც NBA-ში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე სეზონი, გაურკვეველი ვადით შეჩერდა. გამთენიისას „ჯაზმენებს“ „ოკლაჰომა სითი თანდერის“ წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ, მაგრამ მატჩი, დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაიდო და კალათბურთელებს სრულ იზოლაციაში მოუწიათ ყოფნა. როგორც ირკვევა, რუდი გობერმა, ავადმოფობის პირველი ნიშნებისას, არ გაითვალისწინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია და გაუფრთხილებლად მოქმედებდა – ეხებოდა თანაგუნდელების ნივთებს, 9 მარტს კი, პრესკონფერენციაზე, კორონავირუსით გამოწვეულ პანიკაზე იხუმრა – განგებ შეეხო ყველა მიკროფონს.

 

 

რამდენიმე ხნის წინ, ESPN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კალათბურთელებს, რომლებმაც ბოლო 10 დღის განმავლობაში „ჯაზის“ წინააღმდეგ ითამაშეს, შეატყობინეს, რომ საკარანტინო პერიოდი უნდა გაიარონ. საუბარი „კლივლენდის“, „ნიუ იორკის“, „ბოსტონის“, „დეტროიტისა“ და „ტორონტოს“ მოთამაშეებზეა.

 

რუდი გობერმა კორონავირუსის დიაგნოზის დადასტურების შემდეგ, საკუთარ „ინსტაგრამის“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

 

 

“მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ბოლო 24 საათის განმავლობაში შეშფოთებისა და მხარდაჭერის გამო. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის დიაგნოზი დამიდგინდა, იმდენი ემოცია განვიცადე… ძირითადად შიში, წუხილი და უხერხულობა.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მსურს საჯაროდ ბოდიში ვუხადო იმ ხალხს, ვისაც შეიძლება ჩემს გამო საფრთხე დამემუქრა. იმ პერიოდში წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ინფიცირებულიც ვიყავი. მე უყურადღებო ვიყავი და გამართება არ მაქვს. ვიმედოვნებ, რომ ჩემ პოსტის შემდეგ, ყველა გაუფრთხილდება საკუთარ თავს და ამ ამბავს სერიოზულად მოეკიდება. მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ მხარი დავუჭირო, ჩემი გამოცდილების გამოიყენებთ, როგორც სხვების აღზრდას, ისე ამ ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
დიდი ყურადღების ქვეშ ვარ და მალე სრულად გამოვჯანმრთელდები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. ყველას მოვუწოდებ ყველა ზომა მიიღონ უსაფრთხო და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის. სიყვარულით“, – წერს რობი.

 

შეგახსენებთ, რომ ამერიკული პრესის მიხედვით, „იუტას“ მოთამაშეები, გასახდელში პირბადეებით ისხდნენ და ადგილობრივმა ექიმებმა, მათ კორონავირუსზე ტესტები ჩაუტარეს. Yahoo Sports-ის თანახმად, გობერი ჟურნალისტების მიკროფონებსა და ჩამწერებს შეეხო და ასე დაინფიცირდა. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია, მატჩების დახურულ კარს მიღმა გამართვას აპირებდა, მაგრამ კორონავირუსის გამო, ყველაფერი შეიცვალა და ჯერჯერობით უცნობია, NBA-ს რა გეგმები აქვს. კალათბურთელების გარდა, პარალელურად ევროპაში ფეხბურთელებიც დაინფიცირდნენ – დანიელე რუგანი და მანოლო გაბიადინი. ბრიტანული მედიის ინფორმაციით კი, „ლესტერ სიტის“ სამ ფეხბურთელს, კორონავირუსის სიპტომები აქვს.

ავტორი: რუსა ღვანიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X