00:37 | 2021-10-15 ავტორი: Prime Time

​„ღამის პირველ საათზე ფეხშიშველი გამოიქცა“ – მსოფლიო ჩემპიონი, რომელსაც ოჯახურ ძალადობას ედავებოდნენ, სასამართლომ გაამართლა

​„ღამის პირველ საათზე ფეხშიშველი გამოიქცა“ – მსოფლიო ჩემპიონი, რომელსაც ოჯახურ ძალადობას ედავებოდნენ, სასამართლომ გაამართლა

შერეულ ორთაბრძოლებში მსოფლიო ჩემპიონი გიორგი ბერიაშვილი სასამართლომ გაამართლა. მას მეუღლეზე, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ძალადობას ედავებოდნენ.

ტრაგიკულად დაღუპული დათას ოჯახს ემიგრანტებმა 4000 ლარი გადასცეს - ემიგრანტების არხზე გამოცხდებულია გლოვის დღეები
2021-10-14ტრაგიკულად დაღუპული დათას ოჯახს ემიგრანტებმა 4000 ლარი გადასცეს - ემიგრანტების არხზე გამოცხდებულია გლოვის დღეები

 

საქმის დეტალებზე „პრაიმტაიმი“ გიორგი ბერიაშვილს ადვოკატს, ეკატერინე მაჭარაშვილს ესაუბრა, რომელმაც განგვიცხადა, რომ ბრალდების მხარემ საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.

 

მისივე თქმით, სამედიცინო ექსპერტიზამაც დაადასტურა, რომ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

 

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებოდნენ, რომ თითქოს მან იძალადა მის მეუღლეზე, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად და დაემუქრა მოკვლით. ორი მუხლით ჰქონდა ბრალი წარდგენილი, ეს იყო 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი და 151-ის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გახლავთ მუქარა. ორივე მუხლში ბრალდებული გამართლდა. იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდების მხარემ საკმარისი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. საქმეში არ არსებობდა მოწმეთა ჩვენებები, მტკიცებულებები. ასევე, ექსპერტიზის დასკვნები, რაც დაადასტურებდა, რომ ნამდვილად ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი,“ – ამბობს ადვოკატი.

 

რა მოხდა

 

„ცოლმა მისი მეუღლის ტელეფონში აღმოაჩინა მიმოწერა, რომელიც არასასურველ ქალბატონთან ჰქონდა. თურმე წარსულშიც ჰქონიათ ანალოგიური სიტუაცია… შემდეგ მეუღლემ უთხრა, რომ ამ ქალთან ურთიერთობა დაასრულა. ამ ამბის შემდეგ შერიგდნენ. მაგრამ, გარკვეული ხნის შემდეგ, დაინახა, რომ მიმოწერა კვლავ ჰქონდათ. ეს გახდა მიზეზი მიმდინარე კონფლიქტის. მეუღლემ ეჭვიანობის ნიადაგზე დაუწყო ჩხუბი, რომ რატომ აგრძელებდა ამ ქალთან ურთიერთობას. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ეს უარყო… მათ შორის სიტყვიერი კამათი მიმდინარეობდა. ეს კაცი, გამართლებული, სპორტსმენი გახლავთ, მსოფლიო ჩემპიონი. საკმაოდ კარგი შედეგებიც აქვს. ძლიერი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა. მას, რომ ფიზიკურად ეძალადა ამ ქალბატონზე არა დაზიანება, არამედ, შეიძლება სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონოდა.

 

უბრალოდ, ქმარმა ხელი მოჰკიდა და შეაჯანჯღარა. ამან შეაშინა ეს ქალბატონი და სახლიდან ღამის პირველ საათზე ფეხშიშველი გამოიქცა. ტიროდა, განერვიულებული იყო. ქუჩაში გამვლელმა კაცმა შეამჩნია, დახმარება შესთავაზა და სასწრაფო დახმარების ბრიგადას დაურეკა, რომელსაც ბუნებრივია საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოყვა.

 

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

 

როდესაც ქალბატონი აღელვებული ნახეს, ჩათვალეს, რომ ეს ოჯახური ძალადობა იყო და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც გამოკითხეს. მანდ დაადასტურა, რომ მასა და მის მეუღლეს შორის კონფლიქტი იყო. როდესაც დაზარალებულის და მივიდა, პოლიციელებმა უთხრეს, რომ მას საშინელი დაზიანები ჰქონდა და მის ნახვას ვერ შეძლებდა. ამ გამწარებულმა ქალმაც, ყველაფერი ისაუბრა, რაც ყოფილა და არა. ცრუ ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, რომ მისი სიძე დასჯილიყო. თუმცა, რეალურად, როცა გაირკვა, რომ ეს ქალი ნაცემი არ იყო, ძალიან ინერვიულა… ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა და არ აღენიშნებოდა არაფერი, რადგან არ დადასტურდა, რომ ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. სწორედ ამიტომ სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო,“ – უთხრა „პრაიმტაიმს“ ეკატერინე მაჭარაშვილმა.

 

​ადვოკატი ასევე გვიყვება, რომ მეუღლეები კვლავ ერთად ცხოვრობენ, საერთო ბიზნესიც აქვთ და მეორე შვილსაც ელოდებიან.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X