fbpx
12:45 | 2020-03-24 ავტორი: Prime Time

​ბარსელონაში გარდაცვლილ ქართველ მამაკაცს კრემაციას ჩაუტარებენ

​ბარსელონაში გარდაცვლილ ქართველ მამაკაცს კრემაციას ჩაუტარებენ

ესპანეთში ქალაქ ბარსელონაში გარდაცვლილ 73 წლის სერგო მელაძეს კრემაციას ჩაუტარებენ. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილის ძმისშვილმა, დავით მელაძემ დაუდასტურა.

 

„ბიძაჩემს იქ ჰყავს ოჯახი და შვილები. ამიტომ გადაწყდა, რომ მის ცხედარს კრემაციას ჩაუტარებენ. ეს დღეს მოხდება. გვითხრეს, როდესაც გზები გაიხსნება ფერფლის ნაწილს გამოგვატანენ“, – ამბობს დავით მელაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

Tea Shonia-ს ფოტო.

73 წლის მამაკაცი ბარსელონაში COVID 19-ით 22 მარტს გარდაიცვალა. სერგო მელაძე წარმოშობით წალენჯიხიდან იყო და ბოლო წლების განმავლობაში ბარსელონაში ცხოვრობდა.

 

ესპანეთში მცხოვრები ქართველები სერგო მელაძეს დადებით პიროვნებად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მელაძე ადგილობრივ ქართველებს მრავალჯერ დახმარებიან.

 

ასევე, ცნობილი გახდა, რომ ესპანეთში გარდაცვლილ მეორე ქართველს, ცირა ალიხანაშვილს მადრიდში დაკრძალავენ. ამის შესახებ, ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილი ქალის მეუღლემ, მამუკა ნაჭყებიამ დაუდასტურა.

 

ესპანეთში, კორონავირუსს საერთო ჯამში სამი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X