09:59 | 2020-03-29 ავტორი: Prime Time

 ტრამპმა ნიუ-იორკში კარანტინი არ გამოაცხადა – „ამის აუცილებლობა არ არის“ 

 ტრამპმა ნიუ-იორკში კარანტინი არ გამოაცხადა – „ამის აუცილებლობა არ არის“ 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის შტატში კარანტინი არ გამოაცხადა, – ამის შესახებ BBC-ი წერს.

 

როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, კარანტინის გამოცხადება „აუცილებელი არ იქნება“. ამის ნაცვლად აღნიშნულ შტატებში დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ მოგზაურობისგან თავის შეკავების მკაცრი რეკომენდაცია გაიცემა.

 

 

ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკში კორონავირუსის 52 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა.

 

მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:

 

  • საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები