12:56 | 2020-03-15 ავტორი: Prime Time

დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრები დაიკეტა

„COVID-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრები დაიკეტა. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტორთა ცენტრები 14 მარტიდან 10 დღით წყვეტს მუშაობას.

,,შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით სიახლეების შესახებ საზოგადოებას ეცნობება საგენტოს ვებ-გვერდისა და ოფიციალურ Facebook გვერდების საშუალებით,” – აცხადებენ  სააგენტოში.

 

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვიზიტორთა მომსახურების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარე წლის 11 მარტს ჩატარდა.

 

ავტორი: Prime Time

დატოვე კომენტარი