fbpx
14:29 | 2020-01-06 ავტორი: თათია ცუკოშვილი

 „შინდისს“ ბრედ პიტი და მარტინ სკორსეზე შეაფასებენ

 „შინდისს“ ბრედ პიტი და მარტინ სკორსეზე შეაფასებენ

„პრაიმტაიმს“ ფილმ შინდისის პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი ექსკლუზიურ ინფორმაციას ატყობინებს.

 

დიტო ცინცაძის შინდისს იანვარში მასშტაბურ ამერიკულ კინოფესტივალზე აჩვენებენ, სადაც ჟიურის წევრები და სპეციალური სტუმრის რანგში მიწვეულები არიან ლეგენდარული რეჟისორი მარტინ სკორსეზე და ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედ პიტი.

 

ედმონდ მინაშვილი, პროდიუსერი: „შინდისი“ კვლავ  The United States of America, USA! – ახლახანს ოფიციალურად გამოცხადდა და გვამცნეს, რომ „შინდისი“ ამერიკის ძალიან პრესტიჟული და მაშტაბური საერთაშორისო კინოფესტივალის – „სანტა ბარბარას“  მთავარ კონკურსშია, რომელიც 2020 წლის 15 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით გაიმართება, წელს კინოფესტივალის ჟიურის წევრები და საპატიო სტუმრები ლეგენდარული მარტინ სკორსეზე და ბრედ პიტი გახლავთ, რომლებსაც ასევე სპეციალურ ჯილდოსაც გადასცემენ, კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის! წარმატებები შინდისს და საქართველოს!

 

(გარდა ამისა, „შინდისი“ 2020 წელს  ნაჩვენები იქნება: ესპანეთის, იტალიის, ბელგიის, ჰოლანდიის და ჩინეთის კინოფესტივალებზე, დეტალურ ინფორმაციას  კი ეტაპობრივად მოგაწვდით ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებს).

 

ყველას გულწრფელად გილოცავთ დამდეგ შობა- ახალ წელს, თქვენი ცხოვრების ყოველი დღე აღივსოს სიხარულით, სითბოთი სიკეთითა და სიყვარულით, 2020 წელი ყოფილიყოს სურვილების ასრულების, დასახული მიზნების განხორციელების, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა და წარმატებების მიღწევის წელი.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

X