PAPARAZZI – კირა ნაიტლიმ შეყვარებულს თბილისში ჩამოაკითხა – ჰოლივუდის ვარსკვლავური ლავსთორი თბილისქალაქში

00:52 11-25-2016
129

“კირა ნაიტლი საქართველოს ინკოგნიტოდ ეწვია და შეყვარებულ ფრენდს პირდაპირ გადასაღებ მოედანზე დაადგა”…

შანელის სახე, ბრიტანული კინოსა და ჰოლივუდის მეგავარს­კვლავი კირა ნაიტლი თავის შეყვარებულთან ერთად პრაიმტაი­მმა, რენე ჰარლინის ფილმის “საქართველოს” გადაღებების დრ­ოს, კაფეში დააფიქსირა.

ჰოლივუდის ერთ–ერთმა ყველაზე მაღა­ლანაზღაურებადმა მსახიობმა ქალმა, ჰარლინის ფილმის მთავარი როლის შემსრულებელს, რუპერტ ფრენდს თბილისში მოულ­ოდნელად ჩამოაკითხა. კირა ნაიტლი საქართველოს ინკოგნიტოდ ეწვია და შეყვარებულ ფრენდს პირდაპირ გადასაღებ მოედანზე დაადგა.

მანამდე გავრცელებული ჭორები წყვილის დაშორების შესახებ გაქარწყლებულია, ფაქტია, რომ რუპერტი და კირა დღეს ერთად არიან და თანაც, არც მეტი, არც ნაკლები _ თბილისში.

ჰოლივუდის ვარსკვლავური ლავსთორი თბილისქალაქში გრძე­ლდება, როგორი იქნება ფინალი, ამაზე ჯერ ნაადრევია, თუმცა უნდა ითქვას, რომ მეგავარსკვლავი იმდენად შეყვარებულია რუ­პერტ ფრენდზე, რომ არ დაიზარა და მისთვის უცნობ ქვეყანას, დაუგეგმავი ვიზიტით ეწვია.

კირა ნაიტლი ცნობილი ბრიტანული ოჯახიდანაა, მსახიობო­ბა ბავშვობიდან დაიწყო. მის სასიყვარულო ისტორიებზე ბევრს საუბრობენ, თუმცა ყველაზე ხანგრძლივი რომანი მას რუპერტ ფრენდთან აქვს. ნაიტლის და ფრენდის რომანი 4 წლის წინ, ფი­ლმის “სიამაყე და ცრურწმენის” გადაღებების დროს დაიწყო, დღ­ ეს კი შეყვარებული წყვილი პრაიმტაიმის პაპარაცის ობიექტივში მოხვდა.

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N33-ის არქივიდან 2009 წ.)

ავტორი: რუსა ღვანიძე