დღის თემა

რა უნდა ვიცოდეთ აზიური ფაროსანას შესახებ და როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს? - ყველა ინფორმაცია ერთ პოსტში

დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ამოქმედდება მკაცრი რეგულაციები, რათა ქართულ ცხვარში უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვრის შერევა არ მოხდეს

15:19 06-08-2017
103

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, ამოქმედდება მკაცრი რეგულაციები, რათა ქართულ ცხვარში უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვრის შერევა არ მოხდეს.

მინისტრის ინფორმაციით, მთავრობას სხდომაზე "სურსათ/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში" შესატანი ცვლილებების კანონპროექტი წარედგინა.

"საკითხი უკავშირდება კარანტინის წესების გამკაცრებას. სამწუხაროდ, არსებობდა პრაქტიკა, როდესაც ხდებოდა საქართველოში უცხო ქვეყნიდან (ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან) ცხვრის შემოყვანა, იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ქართულ ცხვარში შერევა ხდებოდა. ქართულ ცხვარში უცხო ცხვრის შერევა ვეტერინარული თვალსაზრისით, რისკებს ატარებს. კარანტინის წესების დარღვევა საკმაოდ მკაცრად დაისჯება. შესაბამისად, ფაქტიურად გამოირიცხება შემთხვევები, როდესაც ქართულის სახელით უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვარი ქართულს შეერევა და გავა საქართველოდან ექსპორტზე, იმიტომ, რომ საქართველოს განსაკუთრებით მაღალი, კეთილსაიმედოობა აქვს ვეტერინარული თვალსაზრისით, ქართულ ცხვარს ასევე აქვს ხარისხობრივი საკმაოდ კარგი თვისებები.

ჩვენ ჩვენი ინდუსტრიის დაცვა უნდა მოვახიდნოთ მაქსიმალურად მეცხვარეთა, ფერმერთა ინტერესები დავიცვათ და შესაბამისად, იმ ბაზრებზე წვდომა, რომელიც ბოლო წლებში გაუჩნდათ ჩვენი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, რა თქმა უნდა იყოს მყარი და მდგრადი, შესაბამისად, ეს ცვლილებები ამას უზრუნველყოფს და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მეცხვარეობის სექტორის განვითარებისთვის ზოგადად",- განაცხადა მინისტრმა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე