დაუჭირე მხარი თბილისის მერობის სასურველ კანდიდატს
კახი კალაძე
ზაალ უდუმაშვილი
ელენე ხოშტარია
არც ერთი

ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიწების გასხვისების თემასთან დაკავშირებით, პოლიტიკური გუნდის და მოსახლეობის განწყობა ემთხვევა

14:51 06-08-2017
36

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, პოლიტიკურ გუნდში სრული კონსენსუსი არსებობს მიწების გასხვისების თემასთან დაკავშირებით, რაც მოსახლეობის განწყობასაც ეთანხმება. მინისტრის თქმით, კონსტიტუციური ჩანაწერი აუცილებელია და პრინციპულია, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოს მოქალაქეებს უნდა ეკუთვნოდეთ.

რაც შეეხება იმას, დაეცემა თუ არა მიწის ფასები და გავლენას მოახდენს თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკაზე, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობაა ის სამინისტრო, რომელიც ყველაზე მეტად არის დაინტერესებული იმით, რომ ეკონომიკა გაძლიერდეს.

"ბოლო წლების დაკვირვებამაც აჩვენა, რომ თავისუფლად მიწის გაყიდვის შემთხვევაშიც, არანაირი დიდი ინვესტიციები არ ყოფილა. გასხვისება ხდებოდა, თუმცა ეს არანაირ ბიძგს არ აძლევდა სოფლის მეურნეობის განვითარებას. აღნიშნული გადაწყევტილებით, ვფიქრობ, უფრო მეტად გაუფრთხილდება მიწის რესურსის მფლობელი მას, რაც საბოლოოდ სოფლის მეურნეობის განვითარების დინამიკას ხელს არ შეუშლის", - აღნიშნა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, ამჟამად სახნავ-სათესი მიწების დაახლოებით, 5% -ს ფლობენ უცხოეთის მოქალაქეები.

"ის ვინც ფლობს, ფლობს, ამ შემთხვევაში მიწის საკუთრებას არ ვეხებით", - განაცხადა დავითაშვილმა.

 

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე