,,ჩატარებულმა კვლევებმა განსაკუთრებული დაზიანებები არ გამოავლინა'' - ექიმი კოკა კობალაძის ჯანმრთელობის შესახებ (ვიდეო)

21:46 07-12-2018
26

 

თათა დავითულიანი სოციალურ ქსელში  შვილის ცემის ფაქტზე ინფორმაციას აქვეყნებს. მისი თქმით, სამართალდამცველები მის ვაჟს სახლში შეუვარდნენ და კასტეტით სცემეს.

20 წლის კოკა კობალაძე ამჟამად ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობს. ექიმის თქმით, პაციენტს სახის არეში მსუბუქი, ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება. 

,,პაციენტს სახის არეში  მსუბუქი ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა. ჩატარებულმა კვლევებმა, რამე განსაკუთრებული დაზიანება არ გამოავლინა. მონიტორინგის მიზნით ნევროლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული,''- განაცხადა ექიმმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდასხმაში პოლიციელების მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. უწყებაში აცხადებენ, რომ ინციდენტის შესწავლა დაიწყო.