ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 76 წლის ასაკში, მწერალი, გაზეთ “ლიტერატურული საქართველოს” მთავარი რედაქტორი – თამაზ წივწივაძე გარდაიცვალა

21:39 07-12-2018
29

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 76 წლის ასაკში, მწერალი, გაზეთლიტერატურული საქართველოსმთავარი რედაქტორითამაზ წივწივაძე გარდაიცვალა.

1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

1975 წლიდან იყო ჟურნალცისკრისდამატების – “ნობათისრედაქტორი; 1978 წლიდან ამავე ჟურნალის პროზის განყოფილების გამგე; 1982 წლიდან ალმანახ – “საუნჯისკრიტიკისა და პუბლიცისტიკის განყოფილების გამგე; 1982 წლიდან გაზეთლიტერატურული საქართველოსმთავარი რედაქტორია.

1997 წლიდანსაქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე (საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნული შემოქმედებითი კავშირი – 2001 წლიდან); 1969 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; კონიუნქტურული, მხატვრულად მდარე ლიტერატურისადმი შეურიგებელმა, იუმორითა და სარკაზმითაც გამძაფრებულმა წერილებმა მას თავიდანვე მკითხველის აღიარება მოუტანა; მისი წერილები სისტემატურად იბეჭდება ლიტერატურული პრესის ფურცლებზე; მან პოლიტიკურ სატირას დიდი მნიშვნელობა შესძინა; იგი თანამედროვე ქართულ მწერლობაში ამ ჟანრის გამორჩეული წარმომადგენელია.

მისი კრიტიკული წერილების კრებულებიდან აღსანიშნავიამართალს ვიტყვი…” (1980), “ფრთხილად, წინ მკითხველია” (1986), “ლოზუნგების ქვეყანა” (1991), “ერთ საშუალებას კიდევ ვცდი” (1991).