"პუტინთან მოსალაპარაკებლად ირმა ინაშვილს გავუშვებდი" - ადა მარშანია

21:23 07-12-2018
21

რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ადა მარშანია, ირმა ინაშვილს გაუშვებდა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ტელეკომპანია "იბერიის" გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა. ადა მარშანიას თქმით ირმა ინაშვილი არცერთი წუთით არ დაემონება პუტინს და არასოდეს არ დათმობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

"ირმა ინაშვილს გავუშვებდი, ირმა ინაშვილი არცერთი წუთით არც დაემონება ვლადიმერ პუტინს, ძალიან დიპლომატიურადაც დაელაპარაკება და არასოდეს არ დათმობს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ნამდვილად ეს ასე იქნება. მოლაპარაკება ერთია პუტინთან, სერგეი ლავროვთან საუბარი. ჩვენ გვჭირდება მცოდნე,ძლიერი ადამიანები, რომლებიც დაიცავს ჩვენს ინტერესებს, დღეს ეს გვაკლია". - განაცხადა მარშანიამ