პრეზიდენტს შეუძლია კიდევ ერთხელ ნახოს ეს ბრიფინგი და ის განცხადებები, რაც ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა - არჩილ თალაკვაძე

21:19 07-12-2018
23

 

 

ამ კითხვებზე პასუხი არის თავად გიორგი კვირიკაშვილის ბრიფინგი, სადაც ამომწურავად ისაუბრა. პრეზიდენტს შეუძლია კიდევ ერთხელ ნახოს ეს ბრიფინგი და ის განცხადებები, რაც ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის აცხადებდა, რომ საქართველოს რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. 

„ამ კითხვებზე პასუხი არის თავად გიორგი კვირიკაშვილის ბრიფინგი, სადაც ამომწურავად ისაუბრა. პრეზიდენტს შეუძლია კიდევ ერთხელ ნახოს ეს ბრიფინგი და ის განცხადებები, რაც ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, პირიქით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის აცხადებდა, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეგიონში.  სწორედ,  მამუკა ბახტაძის პროგრამა უკავშირდება ამ საკითხს, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს ინკლუზიური და ასევე, შემცირდეს ბიუროკრატიის დანახარჯი, ხოლო გამოთავისუფლებული რესურსი გამოვიყენოთ იმ ოჯახებზე, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებიან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეკითხვები პრემიერთან დაკავშირებით პარტნიორ ქვეყნებს კი არა, საქართველოს რიგით მოქალაქეებსაც აქვთ.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი