,,სამთავრობო პროგრამა, თუ რის დაზოგვაზეა საუბარი, ჩვენ არ მოგვისმენია'' - დავით უსუფაშვილი

21:06 07-12-2018
18

სამინისტრო, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაუქმდა, არავის უთქვამს თუ რა ეკონომია მივიღეთ. აქ ზოგადი საუბრებია,რომ ხარჯები შემცირდება. თუმცა კონკრეტული საუბრებია იმაზე, რომ არავის სამსახურიდან არ გაუშვებენ. ასე, რომ ეს ყველაფერი ძალიან არაკვალიფიციური საუბრებია,- ამის შესახებ ,,შენების მოძრაობოს'' ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა გადაცემაში ,,თავისუფალი სივრცე'' განაცხადა. 

მისი განცხადებით, სამი სამინისტრო ფიზიკურად, რომ გააუქმონ მაქსიმალური ეკონომია 17 მილიონი იქნება. 

,,სამინისტრო, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაუქმდა, არავის უთქვამს თუ რა ეკონომია მივიღეთ. აქ ზოგადი საუბრებია,რომ ხარჯები შემცირდება. თუმცა კონკრეტული საუბრებია იმაზე, რომ არავის სამსახურიდან არ გაუშვებენ. ასე, რომ ეს ყველაფერი ძალიან არაკვალიფიციური საუბრებია, რომელი შეგიძლიათ ნებისმიერ ყრილობაზე მოისმინოთ. სამთავრებო პროგრამა თუ რის დაზოგვაზეა საუბარი, ჩვენ არ მოგვისმენია. სამი სამინისტრო ფიზიკურად, რომ გააუქმონ ეკონომია მაქსიმუმ 17 მილიონი იქნება. 120 მილიონი საიდან მოიტანეს არ ვიცი,''- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.