"ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნეს ჯგუფის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის წარმოება ქართულ ეკონომიკას არ წაადგება" - გიორგი კაპანაძე

20:20 07-12-2018
33

"ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნეს ჯგუფის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის წარმოება ქართულ ეკონომიკას არ წაადგება" ამის შესახებ ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელმა გიორგი კაპანაძემ ტელეკომპანია "იბერიის" გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა. გიორგი კაპანაძემ პროკურატურისაგან მამუკა ხაზარაძის საქმეებით დაინტერესებას, ბიზნესზე ზეწოლა უწოდა.

"რა თქმა უნდა, კითხვები რომლებიც არსებობს უნდა დაივას. საქმე, რომელიც ეხება კორუფციას და შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული, უნდა იქნას გამოძიებული, მაგრამ მეორე მხრივ არსებობს პოლიტიკური კონტექსტი, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით არ უნდა ხდებოდეს ამა თუ იმ საქმის გამოძიება და ვიმედოვნებთ, რომ პროკურატურა, სამართალდამცავი ორგანოები, დაცლილნი იქნებიან პოლიტიკური კონტექსტისგან და ისინი გამოიძიებენ წმინდა სამართლებრივად, კანონის მიხედვით ყველა იმ საქმეს, რომლსი გამოძიებასაც დაიწყებენ, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნეს ჯგუფის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის წარმოება ქართულ ეკონომიკას არ წაადგება. მეორე ხადარკოვსკი ჩვენ არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკა, რომელიც ყვავის". - განაცხადა გიორგი კაპანაძემ