კოოპერატივმა „თაფლი საჩინომ“ ჭუბერში დაზარალებულ მეფუტკრეებს სკები გადასცა

19:54 07-12-2018
16

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმათაფლი საჩინომჭუბერში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მეფუტკრეებს 30 სკა ფუტკრის ოჯახებით საჩუქრად გადასცა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივითაფლი საჩინო  მეორე დონის კოოპერატივია, რომელშიც მეფუტკრეობის დარგის 5  კოოპერატივივაშლარა“ „ორე ეტ ლაბორა  ლოცვა და შრომა“ „ისრითი“ „ზეკარი  არის გაერთიანებული. ჯამში ამ კოოპერატივებში გაერთიანებულია 76 მეფუტკრე.   

2017 წელს კოოპერატივთაფლი საჩინოს  სამთაბაროდ გადაყვანილი 1000-ზე მეტი ფუტკრის ოჯახი ადიდებულმა რიონმა გაუნადგურა,  სახელმწიფო დახმარებითა და სხვადასხვა  პროგრამებში ჩართულობით კოოპერატივმა  მეურნეობის აღდგენა შეძლო.

სწორედ კოოპერაციამ,   მისცა შესაძლებლობა კოოპერატივთაფლი საჩინოს  წევრებს ერთობლივი ძალებით გამკლავებოდნენ სტიქიას და აღდგინათ მეურნეობა.  სახელმწიფო  პროგრამებში ჩართულობით კოოპერატივითაფლი საჩინომძლავრ სუბიექტად ჩამოყალიბდა, რომელსაც აქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა და უნარი დაეხმაროს სტიქიით დაზარალებულ მეფუტკრეებს.“ განაცხადა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ