საქართველოს პრეზიდენტმა მტკიცე მხარდაჭერის მისიის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

19:26 07-12-2018
12

ბრიუსელის ნატოს სამიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი მტკიცე მხარდაჭერის მისიის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ სხდომას დაესწრო და სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან წვლილზე, რომელიც საქართველოს შეაქვს საქართველოს ავღანეთში ნატოს ოპერაციაში.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პირველი დღიდანვე საქართველო აქტიურად არის ჩართული ამ ოპერაციაში და ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური შეფასება ყველა პარტნიორის მხრიდან იმ კონტრიბუციასთან მიმართებაში, რაც დღემდე გაკეთებულა.

აღინიშნა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში და მნშვნელოვანია, რომ საქართველო პარტნიორებთან ერთად კვლავაც აგრძელებს ნატოს ამ ოპერაციაში მონაწილეობას.