15 წლის სანდრო დაიკარგა, რომელსაც ეპილეფსია აქვს და ხშირად ხდება ცუდად - თბილისში მოზარდი გაუჩინარდა

19:21 07-12-2018
102

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი არასრულწლოვნის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მოზარდი, რომელიც ორი დღეა დაკარგულია ეპილეფსია აქვს და ხშირად ხდება ცუდად. 

 ,,ორი წუთი დამითმეთ... დაიკარგა 15 წლის სანდრო, რომელსაც აქვს ეპილეფსია და ხშირად ხდება ცუდად ის გუშინ წინ (10 ივლისს) 7 საათზე სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. გთხოვთ თუ ვინმე ნახავთ ან რამეს შეიტყობთ დამიკავშირდით. გაავრცელეთ რათა უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს,'' -  წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი. 

15 წლის მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, შსს სამძებრო სამუშაოებს აწარმოებს. ამის შესახებ "პრაიმტაიმს" უწყებაში განუცხადეს.

როგორც სამინისტროში განმარტეს, მოზარდის დაკარგვასთან დაკავშირებით, უწყებას მისმა დედამ დღეს მიმართა და მისი ძებნა საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.