"პოლიციელები მიუვარდნენ ბიჭს სახლში და ეკითხებოდნებ მამის ადგილ სამყოფელს" - ნინო ჯღარკავა

19:09 07-12-2018
126

"პოლიციელები მიუვარდნენ ბიჭს სახლში და ეკითხებოდნებ მამის ადგილ სამყოფელს, გავარკვიე რომ ბავშვის მამა ალეკო კობალაძე კანონიერი ქურდია, რომელიც ორი თვის წინ სპეცოპერაციით დააკავეს საფრანგეთში," - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ სოციალურ ქსელში დაწერა. ჟურნალისტის ინფორმაციით კოკა კობალაძე, პოლიციელებმა იმის გამო ცემეს, რომ მან სამართალდამცავებს ყავის მოდუღება შესთავაზა, რაზეც ისინი გაბრზადნენ. ნინო ჯღარკავას თქმით კოკა კობალაძე ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ჩემმა ერთმა ფრენდმა თათა დავითულიანმა სასწრაფოს ექიმია თავად ,დადო პოსტი,რომ მისი 20 წლის შვილი წუხელ მისი მორიგეობის დროს სახლში ცემა გლდანი ნაძალადევის პოლიციის თანანამშრომლებმა! დეტალები გამოვკითხე და გავარკვიე რომ ბავშვის მამა ალეკო კობალაძე კანონიერი ქურდია რომელიც ორი თვის წინ სპეცოპერაციით დააკავეს საფრანგეთში,პოლიციელები მიუვარდნენ ბიჭს სახლში და ეკითხებოდნებ მამის ადგილ სამყოფელს.ისიც არ იცოდნენ რომ დაკავებული იყო,ბიჭს პოლიციელებისთვის შეუთავაზებია ყავას ხომ არ დალევდნენ,ამაზე გაბრაზებულან და კასტეტებით უცემიათ,ბიჭი საკუთარ სახლში, ბავშვი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი ,ჩართულია გენერალური ინსპექცია და ადვოკატი! ეს რა ხდება თბილისის პოლიციაა !ზონდერები დაბრუნდნენ???იმედია მინისტრი გიორგი გახარია სწრაფად მოიკითხავს მათ ამბავს!". - ნათქვამია წერილში